დაიღუპა ლომი, რომელიც დათვთან და ვეფხვთან ერთად 15 წელი მეგობრულად ცხოვრობდა
დაიღუპა ლომი, რომელიც დათვთან და ვეფხვთან ერთად 15 წელი მეგობრულად ცხოვრობდა
"ახალი კიდობანი" - სწორედ ამ სახელითაა ცნობილი აშშ-ში მდებარე თავშესაფარი, სადაც სამი განუყრელი მეგობარი ცხოვრობდა - შერხანი (ვეფხვი), ბალუ (დათვი) და ლეო (ლომი).

ცნობილი სამეული 15 წლის განმავლობაში ერთმანეთს არ დაშორებიან. ისინი პატარაობაში ერთ-ერთი ნარკოდილერის სახლის სარდაფში აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა, რის შემდეგაც გადაიყვანეს "ახალ კიდობანში". 

თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მეგობრებს კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა, ეს ფაქტი ველური ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.

Zooclub

რამდენიმე თვის წინ ლომს აღმოაჩნდა უკურნებელი სენი - არაოპერაბელური ღვიძლის კიბო, რის შედეგადაც ვეტერინარები იძულებულნი გახდნენ ცხოველისთვის ევთანაზია
გაეკეთებინათ.

Zooclub

თავშესაფარში ამბობენ, რომ ბოლო დროს ლომს ტკივილისგან თითქმის არ ეძინა და საკვებსაც არ იღებდა.
ავადმყოფობის პერიოდში ის მეგობრებს არ დააშორეს. ბალუ და შერხანი მას გამყოფი მავთულიდან ეკონტაქტებოდნენ.

Zooclub

ლეოს ევთანაზიის შემდეგ "ახალი კიდობანის" სპეციალისტები შიშობენ, რომ დათვსა და ვეფხვს შესაძლოა, დეპრესიული ფონი განუვითარდეთ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მათ და სხვადასხვა საინტერესო თამაშით გაართონ.

იხილეთ ცნობილი სამეულის ისტორია:

ბალუ, ლეო, შერხანი - ისე, როგორც ზღაპარში

eeee
სად დაიღუპა ავიაკატასროფაში? მოკვდა სიბერისგან ალბათ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?