ზოოპარკში საქველმოქმედო აქცია ,,GAUფრთხილდი” გაიმართება
ზოოპარკში საქველმოქმედო აქცია ,,GAUფრთხილდი” გაიმართება
თბილისში მომხდარი წყალდიდობის წლისთავზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ზოოპარკში საქველმოქმედო აქცია ,,GAUფრთხილდი” გაიმართება.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის  ცნობით, ღონისძიების მიზანი დაზარალებული მხარეების მხარდაჭერა და იმ სოლიდარული განწყობის გაცოცხლებაა, რომელიც სტიქიის პერიოდში გაერთიანებულმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს.

პროექტის ,,GAUფრთხილდი’’ ფარგლებში ზოოპარკის ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირის, ხელნაკეთი ნივთების, წიგნების, ამ დღისადმი მიძღვნილი სიმბოლოების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა კი 3 ფონდში - სტიქიით დაზარალებულთა ფონდში, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარის ფონდსა და თბილისის ზოოპარკის ფონდში გადაირიცხება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ზოოპარკის სტუმრებს ელით პერფორმანსი,
სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, კალიგრაფები, მხატვრები.

13
ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ასევე გაიხსნა GAU-ს ანგარიში, რომელიც 20 ივნისამდე იმოქმედებს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის საქველმოქმედო მიზნით დარიცხვა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?