ზღვამ განმუხური-სარფის მონაკვეთზე დელფინები გამორიყა
ზღვამ განმუხური-სარფის მონაკვეთზე დელფინები გამორიყა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ფაქტები გამოვლინდა.

როგორც სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურში განმარტავენ, ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ, ამჟამად განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?