დედოფლისწყაროში ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა გაიხსნა
დედოფლისწყაროში ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა გაიხსნა
დედოფლისწყაროს რაიონში გაიხსნა ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემ, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო. წყლით მომარაგების სისტემა სამუხის ველზე მოეწყო.

"პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, რომლის მიზანია საძოვრების მდგრადი მართვის დანერგვა და თუში მეცხვარეების საარსებო გარემოს გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ცხვრის დასაწყურებელი სისტემაც", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი
მეცხვარეები ესწრებოდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?