error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/619d9fdf6defd07cab718aaf22f2438f.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, არიან დაშავებულები
ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, არიან დაშავებულები
ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დელფინარიუმის შოუს წამყვანმა და პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 6 ახალგაზრდა ამბობდა, რომ დელფინები ციხეში არიან ჩაკეტილები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფი დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუმში დაახლოებით 16:00-ზე შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი (უცხო პირთათვის აკრძალული
ტერიტორია), ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას
მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოკსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.

დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. 

დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას.

დელფინარიუმის ბინადრები და ზოგადად "6 მაისის პარკში" არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას!

ცნობისათვის, შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
დინგო
დელფინარიუმრბის გაუქმების თაობაზე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფეხზე დგას უამრავი პეტიციები ვრცელდება ფეისბუქზეც და საერთოდ ყველა საიტებზე, აგრეთვე უამრავი აქცია დემონსტრაციები,ინდოელებმა დელფინები პიროვნებად აღიარეს, ბევრმა ადამიანებმა არ იციან რა ხდება დელფინარიუმებში და მათ კარს მიღმა, დრესერები დელფინებს აშიმშილებენ ტრიუკების შესწავლის გამო! ეხლა დელფინებს შეეკითხეთ სიამოვნებთ იმ ხლორიან წყალში ცხოვრება? წარმოდგენების დროს მაღალი მუსიკის ფონზე დელფინები ყრუვდებიან და დელფინარიუმებში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-მიდან 5-წლამდე აღწევს როცა თავისუფალ ზღვა ოკეანეებში ისინი 80-85 წელი ცოცხლობენ და სხვა კიდევ ბევრი რამ რომელი ერთი ჩამოვთვალო აქ! მივესალმები იმ 6 ახალგაზრდას რომლებმაც მოითხოვეს დელფინების ტყვეობიდან განთავისუფლება!
ABC
აქვე დევს სტატია ვეშაპზე, რომელიც ბრაკონიერების მახეში იყო გაბმული. ეს ვეშაპიც გადაშენების პირასაა, სწორედ ბრაკონიიერების გამო და ამიტომაა მათი გადარჩენა საჭირო! უბრალოდ ვეშაპი ძალიან დიდია და სამწუხროდ ვერანაირ ზოოპარკში ვერ მოუვლი და ვერ გაამრავლებ.. http://www.zooclub.ge/thevzi/saintereso/2061-adamianebma-badeshi-gakhveuli-veshapi-gadaarchines-ckhovelis-madlierebas-isini-arasodes-daivitsyeben-video.html
ABC
levani kaxeti, ერთხელ მაინც ნამყოფი ხართ დელფინარიუმში ან ზოოპარკში? ვეჭვობ, რომ არა! დელფინარიუმიც და ზოოპარკიც მხოლოდ ხალხის თავშესაქცევი არაა. მათი ფუნქციაა, შეინარჩუნოს და გაამრავლოს ცხოველთა ის სახეობები, რომლებიც განადგურების პირასაა და რომელთა არსებობას თავისუფალ პირობებში საფრთხეს იევ და ისევ ადამიანი უქმნის!!!!! ეს შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს. ასე თუ შეგტკივათ გული ცხოველებზე, გახდით ვეგეტარიანელები, არც მწვადი ჭამოთ, არც ქათმის ხორცი და ა.შ. !!
levani kaxeti
საერთოდ გასაუქმებელია დელფინარიუმიც და ცირკ-ზოოპარკებიც. ამ საცოდავებმა იცხოვრონ იქ, სადაც მათი ადგილია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?