ცხოველების სტერილიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ცხოველების სტერილიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
მოდით დღეს ვრცლად განვიხილოთ სტერილიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები ცხოველებისათვის და შესაბამისად პატრონებს მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც საქართველოში ბევრს კამათობენ, საზღვარგარეთ კი ყველა ცალსახად აღიარებს და კითხვის საგანსაც არ წარმოადგენს.

პირველ რიგში ალბათ უმჯობესია განვიხილოთ რა არის სტერილიზაცია თავისი არსით. სტერილიზაცია გულისხმობს ძუ, ხვადი ძაღლის გამრავლების უნარის შეწყვეტას.

ცხოველების მეტაბოლიზმი ძალიან განსხვავდება ადამიანებისაგან, ამიტომაც არასოდეს არ ღირს ცხოველების ადამიანებთან გაიგივება ამ კუთხით.

გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველები თავის ცხოვრების ციკლს უფრო სწრაფად გადიან ვიდრე ადამიანები, მათში ძალიან ბევრი დაავადება
იჩენს თავს, რომელიც სწორედ რომ კავშირშია სასქესო ორგანოებთან.

1.გლაზგოს უნივერსიტეტის 2011 წლის კვლევის მიხედვით დადგენილი
იქნა ცხოველის ასაკი, რომელიც შეიძლება იყოს აღებული სტერილიზაციის პოტიმალური მომენტის ათვლის წერტილად. ამ მონაცემებიდან გამომდინარე პირველ რიგში ავღნიშნავდი რომ პირველ მძუნაობამდე ცხოველის გასტერილება ცხოველებში სიმსივნეების გაჩენის ალბათობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ 4%, პირველი მძუნაობის შემდეგ იზრდება 26%, ხოლო 3 წლის შემდეგ 54 % წარმოადგენს; რაც ბუნებრივია იმას გულისხმობს, რომ რაც უფრო ადრე მოხდება ცხოველის გასტერილება, მით უფრო ეფექტურად შეუნარჩუნებს მეპატრონე თავის საყვარელ ცხოველს ჯანმრთელობას. სიმსივნეების ჩამონათვალი კი ძალიან დიდია, დაწყებული საკვერცხეების და საშვილოსნოს სიმსივნეებიდან, დამთავრებული კანის სიმსივნეებით.

2. სტერილიზაციას პირველადი ჩვენება აქვს ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის - დემოდეკოზი, წინა და უკანა კიდურების დისპლაზია, ეპილეფსია,ჰორმონალური დისბალანსი განსაკუთრებით გიგანტური ჯიშის ცხოველებში, რომელსაც მოსდევს საშვილოსნოს ყელის გამოვარდნა,პიომეტრა და მისი ნაირსახეობა,ჰორმონ დამოკიდებული სიმსივნეები, აგრესიული ხასიათის მქონე ცხოველები და ა.შ.

3.აუცილებლად უნდა მოხდეს ცხოველთა ჯიშობრივი დიფერენციაცია, რადგან ბევრი ცხოველი სწორედ ამ მიზეზის გამო ექვემდებარება სხვა და სხვა დაავადებას და საბოლოო ჯამში მაინც საოპერაციო ხდება, თუმცა სისოცხლისთვის გაცილებით მეტი რისკებით!

4. როგორც ცნობილია სტერილური ცხოველები არ ჯვარდებიან და შესაბამისად ვენერიული დაავადებებითაც არ ავადდებიან.

5. არ გააჩნიათ სახლიდან გაქცევის ტენდენცია.

6. არ ხარჯავენ თავისი ორგანიზმის პოტენციალს სეზუნური შეჯვარებების შედეგად მიღებულ შთამომავლობაზე რითიც ინარჩუნებენ ორგანიზმს ჯანსაღ მდგომარეობაში.

7. დადგენილი ფაქტია, რომ გასტერილებული ცხოველები გაცილებით ხანგრძლივად ცოცხლობენ ვიდრე გაუსტერილებელი - ამის მაგალითად უცხოელების ცხოველების მაგალითიც კმარა.
ყველამ კარგად ვიცით რომ დაავადებების პრევენცია გაცილებით უფრო შედეგიანი და იაფიანი გამოსავალია, ვიდრე განვითარებული დაავადებების, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში მკურნალობა სიცოცხლის რისკად და მცირეოდენი შანსების არსებობის შემთხვევაშ.

8.აუცილებლად უნდა აღინიშნოს სახეობრივი ფაქტორი, კატებში სტერილიზაციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან კატებში განვითარებული სიმსივნეების დაახლოებით 90% მიეკუთვნება ავთვისებიანს. ბევრმა არ იცის, რომ ჩხვლეტის შედეგადაც კი(მაგალითად აცრის შედეგად, ან ნებისმიერი ინექციის გაკეთების შედეგად, კანის მთლიანობის დარღვევის შედეგად, თუნდაც ავარიის დროს) შესაძლებელია განვითარდეს ე.წ. ცხვლეტითი სარკომა, ამიტომაცარის რომ უცხოელი ვეტერინარები განსაკუთრებით კატებისთვის ნებისმიერი ინექციის გაკეთებას, იქნება ეს კანქვეშ თუ კუნთში ამჯობინებენ სხეულის უკანა ნაწილში და არა კისრის მიდამოში.

9.გარდა ამისა ხვადი კატების შემთხვევაში კასტრაციას აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს შარდ-კენჭოვანი დაავადებების პრევენციის კუთხით, ვინაიდან კატის შარდში პH გაცილებით მაღალია და ხელს უწყობს სხვა და სხვა ტიპის კრისტალების, კენჭების ჩამოყალიბებას.

10. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხვადი ძაღლების კასტრაციისთვის, ის რაც ქართველი მამაკაცებისთვის სამწუხაროდ პირდაპირ პროპორციულად საკუთარ თავთან ასოცირდება, რაც ნამდვილად არ არის სწორი. უნდა აღინიშნოს რომ ძაღლებში, ისევე როგორც მამაკაცებში ასაკთან ერთად თავს იჩენს საშარდე გზების პრობლემები - პროსტატიტის, პროსტატის ადენომის და სხვათა სახით, რის პრევენციასაც რათქამუნდა წარმოადგენს კასტრაცია. პრობლემური პროსტატის ჯირკვლის არსებობის შემთხვევაში მისი ზომაში შემცირების ერთერთი ყველაზე ეფექტური გზაა ცხოველის( სხვათაშორის იგივეს მიმართავენ ადამიანებშიც) კასტრაცია. თუ რათქამაუნდა ეს ოპერაცია ცხოველს ჩაუტარდება ცხოვრების საწყის ეტაპზე, დამერწმუნეთ წინამდებარე ჯირკვლის არსებობა შეიძლება არც შეიტყოს მეპატრონემ მისი ცხოველის სიცოცხლის ბოლომდე.

11. სტერილიზაცციის შემდეგ ცხოველების ფსიქიკა გაცილებით სტაბილური ხდება და აგრესიის ფაქტორი იკლებს.

12. აღარ გააჩნიათ ტერიტორიის მონიშვნის მიდრეკილება, ამის გამო ჩხუბის ასპექტები და ა.შ.

13.1. მე ნადირობის მომხრე არ ვარ თუმცა ეს ფაქტორიც უნდა ავღნიშნო, რომ როგორც მონადირრეები ამბობენ ძუ ძაღლები გაცილებით დამჯერები არიან ნადირობაში ვიდრე ხვადები, მაგრამ არ აყავთ რადგან მძუნაობა ძეიძლება ნადირობის სეზონს დაემთხვეს და ყველაფერი თავდაყირა დადგეს.

13.2. ძუ ძაღლები სტერტილიზაციის შემდეგ შესანიშნავად ნადირობენ, არ იზიდავენ ხვად ძახლებს და შესაბამისად არ ქმნიან დისკომფორტს.

14. ჰუმანური გზით ამცირებს ქუჩის ცხოველების პოპულაცის, რაც ასეთ დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში და არა მარტო საქართველოში.


Zooclub

რადგან ამდენი ვილაპარაკეთ სტერილიზაციის უპირატესობებზე უნდა ვთქვათ აგრეთვე მისი მინუსების შესახებაც:

1. პირველი რა საკითხიც განვიხილე იყო ოპტიმალური ასაკი სტერილიზაციისთვის. თუ ცხოველი სტერილდება პირველ მძუნაობამდე და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში მაშნ ცხოველს არ აქვს მიდრეკილება სიმსუქნისაკენ, რაც გაცილებით მაღალი პროცენტით აისახება უფრო გვიან ასაკში გასტერილებულ ცხოველებზე და მოითხოვს კვებითი რაციონის კონტროლს, მინიმუმ 30% შემცირებას და მეტი აქტივობის ქონის აუცილებლობას.

2. შარდის შეუკავებლობა ძუ ძაღლებში - ეს დაავადება ვლინდება უპირატესად დიდი ზომის ძაღლებში, თუმცა საკმაოდ იშვიათია.

3. ერთადერთი გამონაკლისი სიმსივნეებიდან რაც შეიძლება ცხოველს განუვითარდეს არის - ლიპომა, რომელიც წარმოადგენს ცხიმის გროვას და რეალურად სიმსივნეთა ჯგუფს არც მიეკუთვნება, რადგან ცხოველის ჯანმრთელობასსაც არ უქმნის საფრთხეს.

4. აკრო მეგალია, რომელიც გულისხმობს ცხოველების და ძირითადად კატების შემთხვევაში მათი სხეულის ზომების მომატებაში, ანუ სიმაღლეში მეტად ზრდას. თუმცა ეს მომენტი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას!

დაუშვებელია ცხოველების ნაწილობრივი სტერილიზაცია, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს რქების გადაკეტვა, გადაჭრა, ერთი ან ორივე საკვერცხის დატოვება. ეს გაცილებით მეტად და სწრადად ანვითარებს სიმსივნეებს - არ ვამბოდ რომ სრდის მათი განვითარების რისკს, არამედ 100% ალბათობით ხელს უწყობს სიმსივნეების განვითარებას. ამიტომ სტერილიზაციის დროს აუცილებელია სრულად მოხდეს საკვერცხეების და საშვოლოსნოს ამოკვეთა - ანუ ოვარიოჰისტერექტომია. ოვარიექტომია, ანუ საკვერცხეების ამოკვეთა დასაშვებია მხოლოდ არა ნამძუნავებ ცხოველებში, რომლის შედეგადაც საშვილოსნოს რქები საბოლოო ჯამში განიცდის ატროფირებას.

ამიტომ თუ გსურთ თქვენი ცხოველები დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობდნენ, უხაროდეთ თავიანთი სიცოცხლის ყოველი წუთი რასაც ჩვენთან ატარებენ გირჩევთ გაასტერილეთ თქვენი ცხოველები და გააკეთეთ ეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, ხოლო სასურველი ასაკი კი შესაძლოა განვსაზღვროთ 2-3-5 თვემდე.

აქვე დავამატებთ - თუ თქვენ ქუჩაში დაინახავთ უსახლკარო, ყურზე საყურიან ძაღლს, ეს გულისხმობს, რომ აღნიშნული ძაღლი არის გასტერილებული და ცოფზე აცრილი და საშიშროებას არ წარმოადგენს ირგვლივ მყოფთათვის, ხოლო კატების შემთხვევაში კატის დანიშვნა ხდება მარცხენა ყურის წვეტის კუპირებით (მოკვეთით), ყურები იძლევა სხვაობას, რაც მიგვანიშნებს აღნიშნული ცხოველის სტერილურობაზე და ვაქცინაციაზე.


მარიამ ჩხიკვიშვილი
სანდრო-ს
რეებს ამბობ სანდრო. აბა დაუკვირდი! მეტისების (კატების და ძაღლების) გამრავლების შეწყვეტას ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა და უახოლოეს 20 წელიწადში ეს არც მოხერხდება. ახლა კი ისე მრავლდებიან, რომ ბარე ჯიშიანეების გამრავლება უნდა აიკრძალოს! არამც თუ მეტისების! სტერილიაციით პოპულაციის შემცირება ბევრად უკეთესია, ვიდრე ავთანაზიით! ან შიმშილით, ან მანქანის დაჯახებით, ან სადისტი მწვალებელი ბავშვეების მიერ დახოცვით და სხვა. - ეს კარგად გაითავისეთ და აქედან გამომდინარე ისაუბრეთ! ხხოველებიდან გამომდინარე და არა იმ ადამიანებიდან, რომელთაც ფულის დახარჯვა ენანებათ და ურჩევნიათ ათასი მშიერი ლეკვიდან ერთი აიყვანონ და გაზარდონ, ხოლო ის დანარჩენი კი სულაც არ ადარდებთ!
სანდრო
კარგი ვთქვათ ვიყოთ ჰუმანურები და გავასტერილოთ კატები,რომლებიც ძალიან მრავლდებიან,მაშინ ვინ ამრავლოს, ვეტკლინიკემა და რამდენიმე წელიწადშიი ზოომაღაზიებიდან იყიდონ მეტისი კნუტები ჯიშიანი კატების ფასად?
bobo bobo
რა ასაკში აქვს ქართულ დზუ ნაგაზს პირველი მძუნაობა
meri chxeidze
დიდი მადლობა რომ ასეთ საინტერესო იმფორმაციას გვაწვდით ცხოველებზე სამწუხაროდ მე შვილივით გავზარდე და მიყვარდა ჩემი ძაღლი(პუდელი)და სიმსივნით დამეგუპა დგესაც ვერ ვინელებ უკვე 8 თვეა შევცდი რომ სტერილიზაცია არ გავუკეთე...!
მარი
მარიამ ჩხიკვიშვილი აგრალულ უნივერსიტეტში მუშაობს, იქვე არის უნივერსიტეტის კლინიკაც,მანდ ვინც არის ყველა ძალიან კარგი ვეტერინარია. ნინა მისამართი და ნომრიც გუგლში შეგიძლიათ მოიძიოთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?