ეს გოჭი განსაკუთრებულია და მისი ისტორია გულის სიღრმემდე შეგძრავთ.. (+ფოტო/ვიდეო)
ეს გოჭი განსაკუთრებულია და მისი ისტორია გულის სიღრმემდე შეგძრავთ.. (+ფოტო/ვიდეო)
გოჭის, სახელად კრის პი ბეიკონის სიცოცხლე შეიძლება სულ სხვანაირად გაგრძელებულიყო, რომ არა ერთი "მაგრამ". კრისი უკანა კიდურების პათოლოგიით დაიბადა. ჩვენს ქვეყანაში ის უკვე დიდი ხანია ცოცხალი არ იქნებოდა. ფლორიდაში კი, გოჭის სამშობლოში ის მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩებოდა. პატარა ვერ მოძრაობდა თავისით და მხოლოდ წინა კიდურებით მთელი ძალით ფხაჭნიდა იატაკს.

ძალიან ძნელია ცხოვრება, როდესაც გადაადგილება შეუძლებელია. საბედნიეროდ კრისს საშველად ვეტერინარი ლენ ლუსერო მოევლინა, რომელმაც გადაადგილებისთვის უჩვეულო საშუალება შექმნა.

კრეატიული სამშენებლო კონსტრუქტორისგან ვეტერინარმა გოჭისთვის ნამდვილი გადასაადგილებელი ეტლი ააწყო. მაგრამ ეს კრისის ცხოვრებაში
მორიგი გამოცდა იყო: რადგან მას ჯერ კიდევ ამით სარგებლობა უნდა ესწავლა. ეს კი არც ისე
ადვილი აღმოჩნდა...

თავდაპირველად გოჭი ვერ ხვდებოდა როგორ უნდა გამოეყენებინა ეტლი. ის სხეულის უკანა ნაწილს კონსტრუქციასთან ერთად სწევდა და ისე გადაადგილდებოდა. თუმცა, ცოტა ხანში კრისი შეეგუა, მოეწონა და ეტლით მოძრაობა თავისუფლად დაიწყო.

დროთა განმავლობაში მან შეძლო სწრაფად სირბილი ისევე, როგორც ჯანმრთელი გოჭები. ვინ იფიქრებდა, რომ ეს პატარა სრულფასოვნად იცხოვრებდა.

მალე კრისზე მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ის ინტერნეტის ყველაზე პოპულარული გოჭი გახდა. მაგრამ კრისს დიდება არ სჭირდება. მთავარი ისაა, რომ ის მოძრაობს, დადის. სწორედ ეს არის მისთვის ნამდვილი ბედნიერება!


იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?