11 სპილო დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჩანჩქერის ძლიერ დინებაში პატარა სპილოს გადარჩენას ცდილობდნენ
11 აზიური სპილო წყალში დაიხრჩო მას შემდეგ, რაც პატარა სპილოს გადარჩენას ცდილობდნენ. ამის შესახებ გამოცემა "cnn"-ი წერს.

ტრაგიკული შემთხვევა კაო იანის (ტაილანდი) ეროვნულ პარკში  გასულ კვირას მოხდა. სეირნობისას, სამი წლის სპილო კლდის კიდეს მიუახლოვდა, ფეხი დაუცდა და ჩანჩქერში ჩავარდა. მის დასახმარებლად ზრდასრული სპილოები ჩანჩქერის აუზში ჩავიდნენ.

პატარა ცხოველის გადარჩენის მცდელობისას სპილოებმა სამშვიდობოს გამოსვლა ვეღარ შეძლეს, რის შედეგადაც დაიხოცნენ.

გამოცემის ინფორმაციით, თავიდან ჯოგში მხოლოდ ორი სპილო გა
დარჩა. ისინი კლდის ძირში, ჩანჩქერის უკან ჩარჩნენ და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, ნაკრძალის წარმომადგენლებმა მათი გადარჩენა და ჯოგთან დაბრუნება შეძლეს. 

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ  რეინჯერები და ტაილანდის ველური ბუნების ორგანიზაციის წარმომადგენლები  სპილოების
გადარჩენის გეგმაზე რამდენიმე დღე მუშაობდნენ.

Zooclub

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მსგავსი შემთხვევა იშვიათობას არ წარმოადგენს. 1992 წელს ამავე ჩანჩქერში ერთდროულად რვა სპილო დაიღუპა.

უკანასკნელი მონაცემებით, ტაილანდში 7 ათასამდე აზიური სპილო ბინადრობს, თუმცა, მათი უმეტესობა ტყვეობაში ცხოვრობს.

წყარო: cnn.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?