7 ფოტო, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო, თუმცა მონტაჟი აღმოჩნდა
7  ფოტო, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო, თუმცა მონტაჟი აღმოჩნდა
ფოტომონტაჟი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. "ფოტოშოფის" დღევანდელი შესაძლებლობები ზოგჯერ ჩვენში რეალობის განცდას იწვევს და გვაჯერებს ამა თუ იმ ფაქტის არსებობაში. ჩვენს ჩამონათვალში მოხვდა ფართოდ გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ყალბია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

რამდენიმე მტკიცებულება, რომ არ შეიძლება დავუჯეროთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტ სივრცეში ვხედავთ.

კინოსტუდია  MGM ის "ქუდი"- კულისებს მიღმა

Zooclub

დავიწყოთ ძალიან ცნობილი ფოტომონტაჟით - ლომის ფოტო კინოსტუდია MGM-ის სიმბოლოა. ლეგენდა, რომელიც ამ კადრების უკან იმალება, ამბობს, რომ სწორედ ასე იღებდნენ კინოსტუდიის ქუდს. გახსოვთ, როდესაც ლომი ღმუის? მარჯვნივ რეალური ფოტოა, რომელიც გადაღებულია
ლომის სამედიცინო გამოკვლევისას. სინამდვილეში, ეს ის მტაცებელია, რომელსაც MGM-ის ქუდისთვის იღებდნენ 1957 წლიდან - მას
ლეო ერქვა, თუმცა, ეს გადაღების პროცესი არ არის.

"გაბრაზებული" ულვაშა კატა

Zooclub

ინტერნეტ მომხმარებლების უმეტესობას უყვართ ცხოველები. და თუ ეს არსებები სასაცილოდ ან უჩვეულოდ გამოიყურებიან, სწრაფად იკრებენ პოპულარობას. უცნაური არ არის, რომ კატის ფოტო დიდი თეთრი წარბებით და ულვაშით, ვირუსულად გავრცელდა. ერთადერთი, რაც ფოტო მონტაჟის ავტორს არ მოუტყუებია, ეს ულვაშია.

უნიკალური შავი ლომი

Zooclub

უდავოა, უნიკალური გარეგნობის ცხოველთან შეხვედრა ძალიან კარგია, მაგრამ რატომ უნდა შექმნა უიშვიათესი სახეობა ფოტო მონტაჟის დახმარებით? რა საჭიროა, ათასობით ადამიანს დააჯერო, რომ ის მართლა არსებობს.

დათვი, რომელიც ველოსიპედისტს მისდევს

Zooclub

ველოსიპედისტს დადევნებული დათვის ფოტო მართლაც რომ ეფექტურია - გაცილებით ეფექტური, ვიდრე დათვის ფოტო, რომელიც იელოსტოუნის ნაციონალური პარკის გზაზე სრულიად მარტო მირბის.

ჯუჯა ჟირაფი

Zooclub

ჟირაფებში, ისევე როგორც სხვა სახეობებში, ზოგჯერ ჯუჯებიც გვხვდებიან, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ეს უბრალოდ მონტაჟია, ამასთანავე საკმაოდ უხარისხო.

დათვი მისდევს National Geographic-ის გადამღებ ჯგუფს

Zooclub

და ისევ დათვი! ამ შემთხვევაში ის ფოტოგრაფების ჯგუფს მისდევს, რომლებიც ბოლო ძალებით ცდილობენ გაქცევით უშველონ თავს. ამ სიტუაციაში მოხვედრა ალბათ არავის სურს, მაგრამ არ ინერვიულოთ მათ გამო: გადაღებისას, არც ერთი სულიერი არ დაშავებულა. სწორედ ეს ფოტო, როდესაც დათვი თავისთვის მინდორში მარტო დანავარდობს, შეგიძლიათ, მოიძიოთ ინტერნეტში.

ძროხა ისვენებს მანქანაზე

Zooclub

ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი აზრს მოკლებული ფოტოა. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს სჯერა იმის, რასაც ხედავს, ისევე, როგორც ძროხის ეს ფოტო დაიჯერეს, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილზე კომფორტულად წამოწოლილა. სინამდვილეში არც ერთი მანქანა არ დაზიანდა, ხოლო ძროხა მშვიდად წევს მინდორში.

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

ბუნების საოცრება - 17 ცხოველი უჩვეულო შეფერილობით

თეთრი დათვის ბელი ფოტოგრაფს მეგობრულად მიესალმა... ყველაფერი ამით არ დამთავრებულა

მტაცებელი ნადავლისთვის წყლის ქვეშ ჩაეშვა - შთამბეჭდავი კადრის შემდეგ, ის ცნობილი გახდა და აი, რატომ...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?