რა უპირატესობა აქვს ცხოველისთვის ჩიპის ჩადგმას
რა უპირატესობა აქვს ცხოველისთვის ჩიპის ჩადგმას
გყავთ ცხოველი? თქვენ ის გიყვართ, ყიდულობთ მისთვის სათამაშოებს, უშვებთ სასეირნოდ? წარმოიდგინეთ, რომ ბინადარი ერთხელაც არ დაბრუნდა სახლში. თქვენ იდარდებთ: სად უნდა ვეძებო? იქნებ ის თავშესაფარში მიიყვანეს? შემდეგ კი გააჩუქებენ ვინმეზე.
იმისთვის, რომ ასეთი სიტუაციები არ შეიქმნას შემუშავებულია ძაღლების ამოცნობისა და მისი პატრონის პოვნის უახლესი მეთოდი – ჩიპის ჩადგმა.

ჩიპი ინდივიდუალური ნომრით ცხოველის კისრის უკანა მხარეს ნემსის საშუალებით შეჰყავთ, რომელზეც პატრონის შესახებ ინფორმაცია იქნება ჩაწერილი (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი), ასევე მასზე იქნება სრული ინფორმაცია ცხოველზე (გაკეთებული აცრები, გადატანილი დაავადებები).

ვეტკლინიკებში თუ
თავშესაფრებში ასევე საჭიროა იყოს ჩიპის წასაკითხი სკანერები და როდესაც იპოვიან დაკარგულ ძაღლს, შემოწმების შემდეგ მისი
პოვნის შესახებ პატრონს შეატყობინებენ.


Zooclub

ჩიპის ჩადგმის უპირატესობა

ჩიპის ჩადგმის ძირითადი პლუსი – ცხოველის პატრონის აბსოლუტურად ზუსტი იდენტიფიკაციაა: ყველა ჩიპი დარეგისტრირებულია ინდივიდუალური ნომრით. თუ ტატუირება დროთა განმავლობაში გაურჩევადი ხდება, ხოლო ყურის ბირკა კი შეიძლება დაიკარგოს, ჩიპი დამატებითი დამუხტვის გარეშე ბინადარის მთელი სიცოცხლის მანძილზე იმოქმედებს.

ჩიპის ჩადგმის პროცედურა ერთჯერადია და პრაქტიკულად უმტკივნეულო. ამასთან, რაიმე უსიამოვნებას, ან ზიანს ძაღლს ეს არ მოუტანს. ჩიპის კაპსულა ჰიპოალერგენული მასალისგან შედგება.

საზღვარგარეთ ყველა ცხოველს აქვთ ჩიპი, ამიტომ თქვენი ცხოველის საზღვარგარეთ გაყვანის დროს ჩიპი კიდევ ერთ დადებით მომენტად ჩაითვლება და დაგეხმარებათ დასტურის მალე მიღებაში.

Zooclub

ძაღლებისა და კატების მრავალრიცხოვან მოყვარულთა მიერ, რომლებმაც თავის ცხოველებს ჩიპი ჩაუდგს, უარყოფითი შედეგი არ ყოფილა შემჩნეული – კანზე არანაირი გასიება, ისევე როგორც არანაირი ალერგიული რეაქცია არ აღინიშნებოდა.

დაიმახსოვრეთ, რომ ჩიპის ჩადგმის პროცედურის შემდეგ თქვენ უნდა მოგცენ სერტიფიკატი, რომელიც თქვენი ბინადარის სახელმწიფოს მონაცემთა ბაზაში შეყვანას ადასტურებს.
iosebiqaikhosroshvili@rambler.ru -ს
როგორც ვიცი ჩიპით არ პოულობენ. ჯიპიესი თუ რაღაც არ უდგას. მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ძაღლს იპოვიან და სპეციალურ მოწყობილობას გადაატარებენ სხეულზე - იპოვიან ჩიპს და ზედ ეწერება მონაცემები :( მე ეს არ მაკმაყოფილებს :((
iosebiqaikhosroshvili@rambler.ru
დაკარგულის მოძებნა თუ შეიძლება ჩიპით და რა რადიუსში?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?