არ შეშინდეთ, მათ იციან რასაც აკეთებენ
არ შეშინდეთ, მათ იციან რასაც აკეთებენ
არ შეშინდეთ იმ გოგონას ფოტოს ნახვისას, რომელსაც ხელში საშიში გველი ან შხამიანი ობობა უჭირავს, ან ვეფხვის და ლომის გვერდით ზის. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მას უბრალოდ არ ესმის რეალური საშიშროება და ძალიან სულელურად იქცევა მანამ, სანამ არ გაიგებენ მის გვარს.

ბინდის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ის თავისი მშობლის ასლია. მისი მამა სტივ ირვინი მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი, ველური ცხოველების ექსპერტი და ტელეგადაცემების სერიაში “ნიანგებზე მონადირე” იყო. სტივ ირვინი 2006 წელს სკაროსის ნაკბენის შედეგად დაიღუპა.
Zooclub

ირვინის საქმე მისმა ცოლმა ტერიმ და ორმა
შვილმა, ბინდიმ და რობერტმა განაგრძეს. სამივე ქალაქ ბირვას და კვინსლენდის ზოოპარკებში განაგრძობენ მუშაობას, ასევე მონაწილეობენ
ცხოველების შესახებ ტელეგადაცემებში. რობერტი და ბინდი ცხოველების გარემოცვაში გაიზარდნენ, არ ეშინიათ მათი და მათ ქცევებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ყველაფერი იციან.
Zooclub
ახლა ბინდი 19 წლისაა. იგი სულ პატარა ასაკიდან დაყვებოდა მამას სხვადასხვა გადაცემაში გადაღებების დროს და მაშინაც კი არ ეშინოდა, როდესაც მამა მას ნიანგის ზურგზე სხვამდა.
Zooclub
“3 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ კი არ მოვდივართ ზოოპარკში და ვათვალიერებთ ცხოველებს, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ზოოპარკში და ის ჩვენი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია”, - ამბობს ბინდი.

მისი თქმით, მამამისი ცხოველებისა და ველური ბუნების ყველაზე დიდი დამცველი იყო.
Zooclub
ბინდს და ირვინს სოციალურ ქსელში აქვთ საკუთარი ანგარიში, სადაც ასობით ათასი გულშემატკივარი ჰყავთ.
Zooclub
ბინდისთვის შხამიან ტარანტულთან ჩახუტება დიდად არ განსხვავდება საყვარელ კოალასთან ჩახუტებისგან. მთავარია, არ გააკეთოს მკვეთრი მოძრაობა და ესმოდეს, თუ როდის შეიძლება გახდეს ცხოველი აგრესიული.
Zooclub
“როდესც მამაჩემი გველებთან, ან ვეფხვებთან მუშაობდა, ის არასოდეს ცდილობდა მათ “დაჩაგვრას”, რომ დაენახებინა საკუთარი პირველობა. ის ეწყობოდა მათ ქცევას. მამა ველური ბუნების ნამდვილი დამცველი იყო”, - ამბობს ბინდი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?