მამაკაცი აგრესიული ძროხების თავდასხმას ძლივს გადაურჩა
მამაკაცი აგრესიული ძროხების თავდასხმას ძლივს გადაურჩა
ბრიტანელმა მამაკაცმა იჩივლა იმის გამო, რომ იგი ძროხების ჯოგმა კინაღამ მოკლა.

გამომცემლობა "Metro"-ს ცნობით, ადამ დელვესი ძაღლთან ერთად სეირნობდა, როდესაც მისკენ მოულოდნელად 14 ძროხა და ხარი გამოექანა.

“ჩვეულებრივ შეიძლება ამ ცხოველების დაყვირებით დაფრთხობა, ტაშის შემოკვრა საკმარისია იმისთვის, რომ ისინი უკუაქციო. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა”, - აღიარა ბრიტანელმა.

ხარებიდან ერთ-ერთმა მას ურქინა და ღობეს მიანარცხა. როდესაც დელვესი წამოდგა და გაქცევა სცადა, ცხოველები გაეკიდნენ.

“ძროხები მერჩოდნენ და ფეხებით შემდგნენ. არ ვიცი ეს რამდენი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს ჩემი დასასრული
იყო”.

მამაკაცმა ცხოველებს თავი მხოლოდ მაშინ დააღწია, როდესაც ერთ-ერთმა ძროხამ ის რქებით ღობეს გადაღმა გადააგდო.

დელვესი რაც შეიძლება შორს გაცოცდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ბრიტანელს ზურგზე, ხელებსა და ფეხებზე მრავალი დაზიანება აღმოაჩნდა. ასევე ცხოველებმა მას ფეხზე ნერვი დაუზიანეს.

მამაკაცმა აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე ხანი ტკივილის გამო ვერ შეძლებს ტაქსისტად მუშაობას. ის თვლის, რომ ძროხები ასე აგრესიულად იმის გამო მოიქცნენ, რომ პატარა ბოჩოლებს იცავენ.

სტატისტიკის თანახმად, დიდ ბრიტანეთში 2000-დან 2015 წლამდე ძროხებმა ქვეყნის 74 მცხოვრები მოკლეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?