ადამიანის ტანსაცმელში გამოწყობილმა მაიმუნმა გამვლელები შეაშინა (+ვიდეო)
ინდონეზიაში, ქალაქ ბოგორის გზაზე გადაიღეს მაიმუნი–მათხოვარი, რომელსაც პატარა გოგონას ტანსაცმელი ეცვა.

ვიდეორგოლში პატარა მაიმუნი, რომელიც გზის პირას საყელურით ბოძზე იყო მიბმული, მძღოლებს სათლს უწვდის და ფულს სთხოვს.

ცხოველს ვარდისფერი კომბინიზონი ეცვა, მზის სათვალეები და გოგონას დიდი ნიღაბი ეკეთა. მოქმედებას მუსიკა გასდევს.

ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მომხმარებელთა უმეტესობას შეებრალა მაიმუნი.
ნიღბიანი მაიმუნების გამოსვლები – ტრადიციულ ქუჩის ქმედებადაა მიჩნეული ინდონეზიაში.

ჩვეულებრივ, ცხოველები ცეკვავენ ან ველოსიპედით დადიან. 2013 წელს ჯაკარტაში მსგავსი გართობა აიკრძალა. ცხოველთა დამცველების მიერ მაშინ გადარჩენილი ცხოველებიდან მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური
ტრავმის გამო ვერც ერთი ვეღარ დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას ტყეში.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?