იცით თუ არა, რომ... (1)
იცით თუ არა, რომ... (1)
ოთახის ბუზები 14 დღე ცხოვრობენ, აქვთ შესანიშნავი სმენა და ყველა ისინი ბზუიან ფა მაჟორის ტონალობაში.

სირაქლემებს შეუძლიათ ირბინონ ცხენებზე სწრაფად, ხოლო მამალი სირაქლემა ლომზე ნაკლებად არ ღრიალებს.

ღამურა – ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ფრენა შეუძლია.

კენგურუები თავის კუდს იყენებენ წონასწორობისთვის, ასე რომ თუ თქვენ კენგურუს კუდს ასწევთ მიწიდან ის ვერ იხტუნავებს.

სტატისტიკით ერთ აკრ მიწაზე 50 000 ობობა ბინადრობს.

ვეფხვის ზოლები ისეთივე უნიკალურია, როგორიც ადამიანის თითის ანაბეჭდი.

თუ თქვენ მოულოდნელად გიკბინათ ნიანგმა, მაშინ საკმარისია მაგრად დააჭიროთ თვალებზე და ის თქვენ თავს
დაგანებებთ.

რწყილებს შეუძლიათ თავისზე 200-ჯერ მეტ სიმაღლეზე ახტომა, ეგ მიახლოებით იგივეა, როგორც მაგალითად, ადამიანმა რომ
შეძლოს ოსტანკინოს ტელეანძაზე შეხტომა.

კატის თითო ყურში 32 კუნთია.

სპილოებს წყლის შეგრძნება 5 კილომეტრის დაშორებითაც შეუძლიათ.

კოალას ყველაზე მკაცრი მენიუ აქვს. მას მხოლოდ ევკალიპტის ფოთლები ეჭმევა.

თახვი რომ არ ღრღნიდეს ხეებს და ასე არ ილესავდეს კბილებს, მაშინ მისი კბილები საკუთარ ტვინს გაუხვრეტდნენ.

ერთ ადამიანზე 1 მილიონი ჭიანჭველა მოდის.

ხამანწკები იცვლიან სქესს იმასთან მიხედვით, თუ რომელი სქესი უკეთესია იმ მომენტში დაწყვილებისთვის.

პეპელას თვალში 1 000-ზე მეტი ლინზაა.

ხვლიკებს შეიძლება აღუდგეთ დაკარგული კუდი, ლოკოკინას კი – თვალი.

დედალი და მამალი კუ ერთმანეთისგან შეგვიძლია ხმით გავარჩიოთ. მამლები ღრუტუნებენ, ხოლო დედლები სისინებენ. საინტერესოა, როგორ უგებენ ისინი ერთმანეთს.

ჟირაფებს არ აქვთ ხმის იოგები.

კუზიანი ვეშაპი ყველაზე ძლიერ ხმას გამოსცემს დედამიწაზე მცხოვრებლებს შორის.

ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი უნიკალურია.

ზღვის ცხენის გადაადგილების სიჩქარე 0.01 კმ.ს-ია

ღორებს აქვთ საკუთარი ენა და მეცნიერებმა აღმოაჩინეს 20 სხვადასხვა სტანდარტული ბგერა, რომელიც გამოხატავს სურვილს და ემოციას.

ფრანგული პუდელი სინამდვილეში გერმანიაში გამოიყვანეს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?