ჟოკეის ოთხმეტრიანი პითონი რუ ეგონა და…
ჟოკეის ოთხმეტრიანი პითონი რუ ეგონა და…
ავსტრალიაში ჟოკეის პითონი დიდი რუ ეგონა.

"Fox News"-ის ცნობით, ინციდენტი ავსტრალიის ქალაქ სერნსში მოხდა. ჟოკეი მასაიუკი აბე დაახლოებით დილის 5:30 საათზე ცხენთან ერთად მუშაობდა, როდესაც დარაჯმა მას შეუძახა: “ფრთხილად, იქ დიდი გველია”, თუმცა, მხედარმა ვერ გაიგო ბოლო სიტყვა და ვარჯიში გააგრძელა. მხოლოდ ბოლო წრეზე მიხვდა, რომ ის, რაც მას ამდენი ხანი რუ ეგონა, 4.5-მეტრიანი პითონი აღმოჩნდა.

“არ მეგონა, რომ ეს გველი იყო, რადგან აქამდე ამხელა გველი არასოდეს მინახავს. 2 წამში მივხვდი, რაში იყო საქმე და ძალიან შემეშინდა”, - ყვება აბე.
მისი აზრით, ძალიან გაუმართლა, რომ ცხენმა ვერ შეამჩნია გველი და პანიკის დროს, არ ჩამოაგდო.

საცხენოსნო
კლუბის დირექტორმა, ჯონ კემერონმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა გველი მათი დაწესებულების ტერიტორიაზე შევიდა.

“საასცილოა, რომ ჩვენ ვარჯიში გადაგვიდია კალიების, ძაღლებისა და ცხვრების სარბენ მოედანზე მოხვედრის გამო, აი, გველი კი ვერ შევამჩნიეთ”, - დაამატა მან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?