როგორ გადაარჩინეს ლომის ვოლიერში შესული ზოოპარკის დამთვალიერებელი (+ვიდეო)
ინდოეთის ქალაქ ტრივანდრამში, ზოოპარკის დამთვალიერებელი ლომის ვოლიერში შევიდა.

"India Today"-ს ცნობით, 33 წლის მამაკაცი ბილეთის შეძენისთანავე მტაცებლის ვოლიერისკენ გაემართა. ის რკინის ღობეს გადაევლო, ოთხ ფეხზე დადგა და ცხოველისკენ გაცოცდა.

მამაკაცი ზოოპარკის თანამშრომლების სწრაფმა რეაქციამ გადაარჩინა. მათ ლომის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეს და გალიაში შეიყვანეს. ამის მერე მცველებმა გალიიდან დამთვალიერებელი გამოიყვანეს. "Gulf News"-ის ცნობით, მან ფეხის მცირე ტრავმა მიიღო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?