ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს
ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს
სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში ლომებმა ბრაკონიერობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაგლიჯეს.

"South China Morning Post"-ის ცნობით, 12 თებერვალს კრიუგერის ეროვნულ პარკთან, ბუჩქებში, ადამიანის ნაწილები იპოვეს. ამ ტერიტორიაზე ბოლო წლებია, მკვეთრად გაიზარდა ბრაკონიერების რიცხვი.

”ჩანს, რომ მსხვერპლი არალეგალურად ნადირობდა ნაკრძალში, როდესაც მას ლომები დაესხნენ თავს და მოკლეს.

ლომებმა მამაკაცი თითქმის მთლიანად შეჭამეს. დატოვეს მხოლოდ თავი და შინაგანი ორგანოები”, - ყვება ლიმპოპოს განყოფილების პოლიციის პრეს-მდივანი მუატსე ნიუპესაიდი.

დაღუპული მონადირის ახლოს დატენილი იარაღი იპოვეს. პოლიცია მისი ვინაობის დადგენას ცდილობს.

აფრიკაში ბრაკონიერები
ხშირად ნადირობენ ლომებზე, რადგან მათ სხეულს ხშირად აფრიკელების ტრადიციული მედიცინისთვის იყენებენ.
bebe
დესერტად ერთი-ორი ქართველი მონადირეც მიართვით.
ქეთი
ჰოდა გაამოთ!
VETERANi
ხოდა ვენაცვალე. ჩვენ ტყეებშიც უნდა გაუშვან ბრაკონიერჭამია ლომები-ეგებ ტყეს რამე ეშველოს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?