აშშ-ში არანორმალური ყინვების გამო ალიგატორები გაიყინნენ (+ვიდეო)
ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ), Shallotte River Swamp Park-ის ეროვნულ პარკში, უჩვეულო ყინვების გამო, ალიგატორები გაიყინნენ.

პარკის გენერალური დირექტორის, ჯორჯ ჰოვარდის თქმით, რეპტილიებმა დაიძინეს, ცხვირები კი წყლის ზემოთ ამოყვეს, რომ სუნთქვა შეძლებოდათ. მისი სიტყვებით, ცხოველების სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს და ნივთიერებათა ცვლა ნელდება.
”როდესაც ყინული გადნება, ალიგატორები საკუთარი სხეულის თერმორეგულაციას დაიწყებენ. ეს გადარჩენის არაჩვეულებრივი ტექნიკაა”, - ამბობს ჰოვარდი და ამატებს, რომ ადრე ასეთი რამ არავის უნახავს.

ამ კვირას აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე ყინვები დაიწყო. ზოგ ქალაქში ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცა. ათობით ადამიანი დაიღუპა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?