ინდოეთში ვირების ჯოგი დააპატიმრეს!
ინდოეთში ვირების ჯოგი დააპატიმრეს!
ჯალაუნის ოლქში (ინდოეთი, უტარ-პრადეშის შტატი) 8 ვირი ციხეში იმის გამო ჩასვევს, რომ მათ გამოსასწორებელი დაწესებულების გვერდით მცენარეები და ხეები დააზიანეს.

პორტალ "Аmarujala"-ს ცნობით, ცხოველები ციხეში 4 დღით ჩასვეს. გაიგო თუ არა თავისი ვირების ადგილსამყოფელი, პატრონმა ჯერ თავად სცადა მათი განთავისუფლება, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მან ადგილობრივ პოლიტიკოსს მიმართა თხოვნით, გავლენა მოეხდინა ციხის ხელმძღვანელობაზე. პოლიტიკოსი ადმინისტრაციას დაუკავშირდა და მალე ცხოველები გაათავისუფლეს.

მისი პატრონი კი გააფრთხილეს, რომ თუ ვირები კვლავ გააგრძელებდნენ მცენარეების დაზიანებას და კვლავ უყურადღებოდ მიშვებულები ივლიდნენ, პატრონისადმი სერიოზულ ზომებს მიიღებდნენ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?