ცხვარს ფოტოზე ობამას ცნობა ასწავლეს (+ვიდეო)
მკვლევრებმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ცხვარს ფოტოებზე ცნობილი ადამიანების ამოცნობა ასწავლეს.

კერძოდ ცხოველმა ფოტოზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ამოცნობა შეძლო მას მერე, რაც ობამას ფოტო 12-ჯერ ნახა.

ცხოველს თავიდან ცნობადი ადმიანების ფოტოებს, მაგალითად მსახიობებს ემა უოტსონსა და ჯეიკ ჯილენჰოლს, შემდეგ კი - ერთს ცნობილი ადმიანის, ხოლო მეორეს სრულიად უცხო ადამიანის ფოტოს აჩვენებდნენ. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მას მერე, რაც ცხვარმა ცნობილი სახეების ამოცნობა ისწავლა, 10-დან 8 საჭირო ფოტო ამოარჩია.
გარდა ამისა, მას ცნობადი პიროვნების ფოტოს მერე აჩვენეს ფოტო ადამიანისა, რომელიც მას ყოველდღე
უვლიდა, მაგრამ ის მანამდე არასოდეს ენახა ფოტოზე. ცხვარმა მომვლელის ფოტო 79% შემთხვევაში აირჩია.

როგორც მკვლევრებმა
აღნიშნეს, ისინი გააოცა ცხვრის უნარმა, ამოეცნო ნებისმიერი ადამიანი მისი ორგანზომილებიანი გამოსახულების მიხედვით. ადამიანებისთვის სახეების ამოცნობა კრიტიკულად აუცილებელია გადარჩენისთვის. ბევრ ცხოველს კი სახეზე თავისი სახეობის ცხოველების ამოცნობა შეუძლია - მაგალითად მაკაკებს, ძაღლებს, ცხენებს და სხვ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?