გაბრაზებულმა სპლიყვმა ინტერნეტმომხმარებელი გაამხიარულა (+ვიდეო)
ინტერნეტში ყურადღება მიიქცია ვიდეომ, რომელზეც უკმაყოფილო სპლიყვია აღბეჭდილი. იგი საფარის დროს მანქანას ”ემუქრება”.

ვიდეო კრიუგერის პარკში (სამხრეთ აფრიკა) გადაიღეს. ცხოველი მანქანის წინ დგას და ხორთუმს მას რამდენჯერმე ურტყამს. როდესაც გვერდით სხვა მანქანა ჩაუვლის, სპლიყვი უკან გაეკიდება, რის შემდეგაც გზიდან გადადის.

როგორც ვიდეოს ავტორმა "Daily Mail"-ს განუცხადა, ამგვარად სპილოს სურდა, ადამიანებისთვის ეჩვენებინა საკუთარი გულადი და ძლიერი ხასიათი.

”ახალგაზრდა სპილოები ასე ხშირად იქცევიან და ბევრი ადამიანი აგრესიის პირველივე ნიშნებზე უკან იხევს, მაგრამ რამდენადაც მე ცხოველების ქცევებს ვიკვლევდი და მათ გარემოში ვმუშაობ, მაშინვე
მივხვდი, რომ ეს სპილო მხოლოდ გვაფრთხილებდა და ზიანს არ მოგვაყენებდა”, - განმარტა ახალგაზრდამ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?