წლის დრამა: პინგვინი დეპრესიაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მისი სამყოფელიდან ერთადერთი სიყვარული - მუყაოს გოგონა წაიღეს
წლის დრამა: პინგვინი დეპრესიაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მისი სამყოფელიდან ერთადერთი სიყვარული - მუყაოს გოგონა წაიღეს
ცხოვრებამ მამრ პინგვინს დიდი განსაცდელი მოუვლინა: მისი ერთადერთი სიყვარული წაიყვანეს...

რამდენიმე ხნის წინ იაპონიის ზოოპარკის "მიასიროს" (Miyashiro) პინგვინების სამყოფელში ნამდვილი სასიყვარულო დრამა გაიმართა. პინგვინი, სახელად გრეიპი, მეწყვილეს გარეშე დარჩა. საბედნიეროდ, მას ცხოვრების ხალისი ახალმა მეგობარმა დაუბრუნა. ეს იყო მუყაოს ფიგურა, რომელიც ანიმეს ერთ-ერთი გმირია.

Zooclub

20 წლის გრეიპის მეგობარი - 10 წლის მდედრი მიდორი ბევრად ენერგიულ და ახალგაზრდა პინგვინზე გაცვალეს. შეყვარებულთან განშორების შემდეგ, გრეიპიმ იმდენად მოიწყინა, რომ საკვებსაც არ იღებდა. ემოციური ისტორია სოციალური ქსელის განხილვის საგანი გახდა.

საბედნიეროდ, მის სამყოფელში გამოჩნდა მუყაოს
ფიგურა - ანიმეს გმირი ჰულულუ, რამაც პატარა არსებას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

Zooclub

მომვლელები გაკვირვებულები იყვნენ, რადგან
გრეიპი გოგონას ფიგურას საათობით აკვირდებოდა, თუმცა, მას მეორედ გაუტეხეს გული. მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, ზოოპარკის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, ანიმეს ფიგურა "ვოლიერიდან" წაეღოთ. პინგვინი მეორე სიყვარულთან განშორებას წარმოუდგენელი ემოციით შეხვდა. მან თავის საყვარელ ფიგურას თვალი სევდიანად გააყოლა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ხვადმა კატამ დაინახა, რომ შეყვარებული ღალატობს, მისმა რეაქციამ ყველა გააკვირვა...

სახლში დაბრუნებულმა პინგვინმა ცოლს საყვარელთან შეუსწრო… მათ ნამდვილი "ბრძოლის რინგი" გამართეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?