გამბედავმა ქალმა გზაზე გაწოლილი ანაკონდა დაიჭირა (+ვიდეო)
ბრაზილიელმა მოტოციკლეტისტმა ვიდეოზე გადაიღო ქალი, რომელმაც გზაზე გაწოლილი ანაკონდა იქაურობას მოაცილა.

"UPI"-ს ცნობით, სავალ ნაწილზე გადაცოცებულმა ანაკონდამ მანქანებს გზა გადაუღობა. გარშემო შეკრებილმა მამაკაცებმა გველთან მიახლოება ვერ გაბედეს.

პრობლემა გადაწყვიტა გოგომ შორტებსა და სანდლებში. ის ანაკონდასთან მივიდა, მისი თავი ასფალტს გააკრა, შემდეგ ხელში აიყვანა და თან წაიყვანა. გამოქვეყნებული ვიდეოს ბოლოს ის გველთან ერთად პოზიორობს.
ანაკონდა არ არის შხამიანი გველი. გვხვდება სამხრეთ ამერიკაში. ამ უმსხვილესი სახეობის წარმომადგენლები 8 მეტრს აღემატებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?