ქალი უცებ ვერ მიხვდა, სახლის კართან გველი იწვა თუ ნიანგი...
ქალი უცებ ვერ მიხვდა, სახლის კართან გველი იწვა თუ ნიანგი...
ავსტრალიის მცხოვრებმა თავის სახლთან მსხვილი პითონი იპოვა. როგორც ჩანს, პითონმა კენგურუ გადაყლაპა.

რინი სტინვინტელი ქალაქ კერნსთან ახლოს ცხოვრობს. მისი თქმით, ხუთმეტრიანი რეპტილია მისი სახლის კართან შორიახლოს იწვა.

თავიდან ქალბატონმა ვერ გაარჩია, ეს გველი იყო თუ ნიანგი... როგორც აღმოჩნდა, გველმა კენგურუ გადაყლაპა და ნიანგს დაემსგავსა...

ქალბატონის მტკიცებით, გველდამჭერი, რომელსაც დაურეკა, არ იჯერებდა მის მონაყოლს, სანამ ქვეწარმავალი თავად არ ნახა.

”მან თქვა, რომ ასეთ გველს შეუძლია 6 წლის ბავშვი გადაყლაპოს”, - ყვება სტივინკელი.
გველდამჭერმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ ქვეწარმავლის წონა მსხვერპლთან ერთად
დაახლოებით 40 კილოგრამს იწონიდა.

ასეთი ზომის პითონს რომ მორეოდა, მას ნაცნობის დახმარება დასჭირდა. საერთო ძალებით
მათ გიგანტური რეპტილია მანქანის საბარგულში ჩასვეს, მეზობელ მდინარესთან გადაიყვანეს და იქ გაუშვეს.
vasasi
აშკარად ზომა-წონის ერთეულში ჭედავთ, ძვირფასო. ან ეს ტერმნინი რას ნიშნავს - გველდამჭერი? თქვენ მოიგონეთ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?