Northern Star-ის ცნობით, პითონი ცხოვრობდა მიწისქვეშა ლაბორატორიაში, სადაც მეტამფეტამინს ამზადებდნენ. ქიმიურმა აორთქლებამ და ნარკოტიკულმა ნივთიერების ნაწილაკებმა ის ნარკომანად აქცია. პოლიციის რეიდის შემდეგ რეპტილია სამართალდამცავებთან მოხვდა. ის სიდნეიში, ციხის კომპლექსთან არსებულ ცხოველებისთვის განკუთვნილ ცენტრში გაგზავნეს.
ცენტრის თანამშრომლის, იენა მიტჩელის თქმით, თვიდან გველი შფოთავდა, აგრესიული და არაპროგნოზირებადი იყო. სხვა ქვეწარმავლებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, მშვიდები არიან და ნელა მოძრაობენ, ის განუწყვეტლივ დაცოცავდა კონტეინერზე, სადაც მოათავსეს.
ქვეწარმავალს ნარკოტიკზე დამოკიდებულებისგან სრული განთავისუფლებისთვის 7 თვე დასჭირდა. ახლა მისთვის ახალ პატრონს