ადამიანები, რომლებმაც ცხოველების გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს
ადამიანები, რომლებმაც ცხოველების გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს
ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. შეიძლება მათი სახელები და გვარები არ იცოდეთ, მაგრამ ისინი ნამდვილი გმირები არიან.

ფოტოები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და ზოგიერთ მათგანზე ვრცელი სტატიები დაიბეჭდა. შეუძლებელია ამ ისტორიებმა ვინმე გულგრილი დატოვოს.

რამდენიმე კვირის წინ ბანგლადეშში ბიჭუნამ შველის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მდინარე საკმაოდ ღრმაა და ბიჭუნა მთლიანად დაფარა. ბიჭს ბელალი ჰქვია. ფოტოები ფოტოგრაფმა ჰასიბულ ვაჰაბმა გადაიღო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ნაპირზე შველიცა და ბიჭიც უვნებელნი გავიდნენ.

Zooclub

ჩინეთში მეგობრებმა 8000 დოლარი გადაიხადეს იმისთვის, რომ რამდენიმე
ძაღლი გადაერჩინათ. ეს ფოტო მაშინაა გადაღებული, როდესაც სიკვდილს გადარჩენილი მადლიერი ცხოველები მხსნელს ეხუტებიან.

Zooclub

ეს ძაღლი
საკუთარ პატრონს მთელი ახალგაზრდობა ერთგულად ემსახურა. უკვე დაუძლურდა და ვერ დადის. მადლიერების ნიშნად, უკვე მოხუცებული პატრონი საყვარელ მეგობარს ყოველ საღამოს სუფთა ჰაერზე ეტლით ასეირნებს.

Zooclub

ეს ძაღლი ცრემლსადენი გაზის მსხვერპლი გახდა. თურქი მომიტინგეები პირველად დახმარებას უწევენ.

Zooclub

გოგონას სახლში კატა ჰყავს, რომელიც ართრიტით დაავადდა. დედამ უთხრა, რომ კატა ცუდადაა და ცხოველს ფრთხილად მოქცეოდა. როგორც ჩანს, გოგონა საყვარელი კატის ავადმყოფობით ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა, სხვა ცხოველებსაც დახმარებოდა. მან მამას სთხოვა, ყველა მისი სათამაშო გაეყიდათ. ბავშვმა რამდენიმე გირვანქა სტერლინგი დააგროვა და ფული ადგილობრივ ცხოველთა თავშესაფარში მიიტანა.

Zooclub

ბრაზილიის ქალაქ იტაჯაიში მცხოვრებმა 11 წლის ჯინ ფერნანდესმა მაგისტრალზე გადაირბინა, რათა ძაღლი გადაერჩინა, ძაღლს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ძაღლი გზაზე იწვა და ვერ მოძრაობდა, ბიჭმა მიუხედავად გადატვირთული მოძრაობისა, ცხოველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

Zooclub


მომზადებულია izismile.com-ის მიხედვით.




იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?