ალიგატორი გაოგნებულ ტურისტებს ნავში ჩაუხტა… (+ვიდეო)
ალიგატორი გაოგნებულ ტურისტებს ნავში ჩაუხტა… (+ვიდეო)
ტურისტები ამერიკულ პარკ ევერგლეიდსს ათვალიერებდნენ, როდესაც 1.5 მეტრის ალიგატორი მათ ნავში ჩახტა. ადამიანები ძალიან შეშინდნენ.

სახელი ევერგლეიდსი სიტყვასიტყვით ნიშნავს “მარადიული ჭაობები”, ”ჭაობიანი დაბლობი”. იგი ფლორიდის მეოთხედს იკავებს. აქ ფრინველის მრავალი სახეობა ცხოვრობს, მათ შორის - იშვიათი სახეობები, ასევე - ლამანტინები და ფლორიდული პუმა. მანგოს ტყეებში ცხოვრობენ კიბორჩხალები, წყლებში ზვიგენები დაცურავენ. ყველაზე ხშირად ადამიანებს ალიგატორები ხვდებათ თვალში. ადრე ეს სახეობა დაცული იყო, მაგრამ შემდეგ ისე გამრავლდნენ, რომ საცხოვრებელი სახლების აუზებშიც კი აღწევენ.

ტურისტები, რომლებიც ნაკრძალს სტუმრობენ, ინსტრუქციას იღებენ. პირველ რიგში, მათ
აფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ რეპტილიებთან დისტანცია უნდა დაიჭირონ და არც ეცადონ მათთან კონტაქტში შესვლას.

17
იანვარს სტუმრებმა, რომლებიც პარკს ნავით ათვალიერებდნენ, შეამჩნიეს ალიგატორი, რომელიც მზეზე თბებოდა, მათ გამორთეს ძრავა, შეწყვიტეს მკვეთრი მოძრაობები და უბრალოდ ვიდეოს გადაღება განაგრძეს. თუმცა, რეპტილია უეცრად თავად მიუახლოვდა მათ და ბორტზე ახტა.

ალიგატორს აგრესიის გამოხატვა რომ ეცადა, იქ მყოფ ადამიანებს გადარჩენის შანსი არ დარჩებოდათ: ნავიდან გადმოხტომას აზრი არ ქონდა, რადგან წყალში სხვა რეპტილიები იყვნენ, ერთადერთი გამოსავალი იყო, ნელ-ნელა უკან გაცოცებულიყვნენ უსაფრთხო დაშორებაზე და მოვლენების განვითარებას დალოდებოდნენ.
საბედნიეროდ, ალიგატორმა თავისი სურვილით მაშინვე დატოვა ნავი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?