error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/dc7ba09c59c8316ca0859526cc3170cf.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რაში სჭირდება ციყვს, მელიას, სიასამურს ფუმფულა კუდი?
რაში სჭირდება ციყვს, მელიას, სიასამურს ფუმფულა კუდი?
კუდი არ არის რქა ან ფრჩხილები, რომლებიც მკვდარი უჯრედებისგან შედგება, იგი სრულიად ცოცხალი ნაწილია ხერხემლის ათეულობით მალით, მალებოშრისი დისკებით, იოგებით, კუნთებითა და სისხლძარღვებით. ამიტომ ის ძალიან მგრძნობიარეა, რაც იცის ყველამ, ვისაც კი შემთხვევით დაუბიჯებია ძაღლის ან კატის კუდზე. მისი მოყინვა თბილსისხლიანებისთვის კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან საქმე ნეკროზით დამთავრდება.

ასე რომ, კუდი არანაკლებ საჭიროებს თბოიზოლაციას, ვიდრე ცხოველის სხეულის სხვა ნაწილები. მეტადაც კი, რადგან კუდი მცირე მოცულობისაა, მაგრამ აქვს უფრო დიდი ზედაპირი, რომელიც სითბოს გამოყოფს. სწორედ ამიტომ, იმ ცხოველების კუდები, რომლებსაც დაბალი ტემპერატურის
პირობებში უწევთ ცხოვრება, ფუმფულა ბეწვითაა დაფარული (ამასთან, ეს ფუმფულა კუდი, სხვათაშორის თბილი საბნის როლსაც ასრულებს).

სხეულის იმ ნაწილებისთვის კი, რომელთა დაფარვა ბეწვით შეუძლებელია, მაგალითად თათების, არსებობს სიცივისგან დაცვის სხვა მექანიზმი, რომელიც ჩრდილოეთში მცხოვრები ცხოველებისა და ფრინველების კიდურებს მოყინვისგან იცავს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?