ყველას თავისი საყვარელი მგელი ჰყავს: 11 მსახიობი "სამეფო კარის თამაშებიდან" და მათი ოთხფეხა მეგობრები
ყველას თავისი საყვარელი მგელი ჰყავს: 11 მსახიობი "სამეფო კარის თამაშებიდან" და მათი ოთხფეხა მეგობრები
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, რომელსაც საქართველოში არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, გამოირჩევა ულამაზესი კადრებითა და უჩვეულო შინაარსით.

სერიალის ყოველ მთავარ გმირს ჰყავს საკუთარი მუტანტი მგელი, რომლებიც ხასიათით ძალიან გვანან პატრონებს. მსახიობები თავის გმირებს არ ჩამორჩებიან და ცხოვრებაშიც ჰყავთ შინაური ბინადრები. 

სოფი ტერნერს (სანსა) ჰყავს ძაღლი, რომელმაც ერთ-ერთი მგლის როლი შეასრულა ამავე სერიალში. მას ზუნის ეძახიან.

Zooclub

ეს ძაღლი სიმაღლეში თითქმის პატრონს უტოლდება. მისი მფლობელი კი პიტერ დინკლიჯია (ტირიონი). მსახიობს ოთხფეხა მეგობართან ერთად ხშირად ხედავენ მანჰეტენის ქუჩებში.

Zooclub

ქრისტიან ნაირნი (ჰოდორი-დაიჭირე-კარი) სამ ძაღლს
პატრონობს.

Zooclub

ემილია კლარკი (დრაკონების დედა) როქსის ნამდვილი მშობელია. მას ძალიან უყვარს თავისი ოთხფეხა ბინადარი.

Zooclub

ელფი
უაენ-ალლენი
(ტეონი) კიდევ ერთი მთავარი გმირი და ცხოველების მოყვარულია. ის საკუთარ ინსტაგრამზე სხვადასხვა სახეობის ძაღლების ფოტოებს ათავსებს. ეს ძაღლი კი მის დას ლილის ეკუთვნის.

Zooclub

როცა ეიდენ გილენი (პიტერ ბეილში) სამსახურიდან ბრუნდება, მას ყოველთვის გვერდით ჰყავს გაბურძგნული ძაღლი, რომლის მიმართაც მსახიობი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

Zooclub

ლენა ჰეიდის (სერსეი) სასეირნოდ ძაღლების მთელი გუნდი დაყავს.

Zooclub

მეისი უილიამსი (არია) და მისი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი სანი.

Zooclub

ჰაფტორ ბიორნსონიმ აიყვანა ერთი ციდა შპიცის ლეკვი, სახელად ასტერიქსი. ამ პატარა არსებას ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც კი აქვს.

Zooclub

კიტ ჰარინგტონს (ჯონ სნოუ) შინაური ბინადარი არ ჰყავს, რადგან ხშირად უწევს სახლის დატოვება და გადაღებებების დროს სხვა ქალაქებში ყოფნა. ფოტოზე ის მეგობრის ძაღლთან ერთად იწონებს თავს.

Zooclub

ჯერომ ფლინიმ კი ულამაზესი კატა აიყვანა, რომელიც მის სახლში ბინადრობს და საკუთარი მომვლელი ჰყავს. 

Zooclub

ასევე იხილეთ:

ცნობილი და მდიდარი მსახიობები, რომლებმაც ძაღლები თავშესაფრიდან აიყვანეს

ხელოვანი ადამიანები და მათი ძაღლები

ჰოლივუდის ვარსკვლავები ფოტოსესიაში ”ჯუნგლების წიგნის” პერსონაჟებთან ერთად

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?