ალიგატორმა საზამთრო მოიპარა
ალიგატორმა საზამთრო მოიპარა
"ფლორიდის შტატში დანაშაულის ადგილას ალიგატორი დააკავეს. მან საზამთრო მოიპარა",- ამის შესახებ სასოფლო-სამეურნეო დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ფეისბუქზე დაწერეს.
“ალიგატორი საზამთროს ქურდობისას დაიჭირეს”, - აღნიშნულია ფოტოზე გაკეთებულ კომენტარზე. ფოტოზე აღბეჭდილია მდინარისკენ გაქცეული ალიგატორი, რომელსაც პირით საზამთრო უჭირავს.

Associated Press-ის ცნობით, ფოტომ ბიოლოგი სტივ სტიგლერი, რომელიც ველურ ბუნებას შეისწავლის, შოკში ჩააგდო. მან ალიგატორის ქცევა მეტად უცნაურად ჩათვალა, რადგან ეს ქვეწარმავლები ჩვეულებრივ, საზამთროთი არ იკვებებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?