error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/e92b05e2124df32cde78ea884cd923ea.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
10 ცხოველი, რომლებისგანაც შეიძლება ისწავლო ერთგულება და სიყვარული
10 ცხოველი, რომლებისგანაც შეიძლება ისწავლო ერთგულება და სიყვარული
ვთვლით, რომ ურთიერთობისას ერთგულება და სიყვარული მხოლოდ ადამიანს შეუძლია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცხოველებს შორისაც არსებობს ნამდვილი რომანტიკული ურთიერთობები. ისინი სიტყვასიტყვით ასრულებენ ფიცს - "იყვნენ ერთად ჭირსა და ლხინში, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ ერთმანეთს."

პინგვინი

Zooclub

ანტარქტიდის მკაცრი პირობების მიუხედავად, პინგვინი გულში დიდ სითბოს ინახავს. ისინი ქმნიან ოჯახებს მრავალი წლის განმავლობაში. დედა და მამა რიგრიგობით უვლიან კვერცხებს, ხოლო პატარა არსებების გამოჩეკვის შემდეგაც წყვილი ერთად უვლის მათ.

გედი

Zooclub

გედი თავისი პარტნიორის ერთგულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათი ოჯახური თანაცხოვრება განსაკუთრებულია: მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა, თანაგრძნობა.

არწივი

Zooclub

არწივი განსაკუთრებული ერგულებისა და სიყვაულის გამო პარტნიორის მიმართ, აშშ-ს ნაციონალურ სიმბოლოდ ითვლება.

გიბონი

Zooclub

გარდა
იმისა, რომ გიბონების ალიანსი ძალიან მჭიდროა, ამასთანავე, მათი თანასწორუფლებიანობა და ერთგულება ნამდვილი მაგალითია ადამიანებისთვის.

ალბატროსი

Zooclub

ალბატროსების მჭიდრო კავშირი საოცარია - გრძელვადიანი განშორება ქმართან, მართალია უთავბოლო, მაგრამ სასიყვარულო ცეკვები ცოლთან.

მგელი

Zooclub

მამრი მგელი დიდი სინაზითა და სიყვარულით ეპყრობა მდედრ მგელს, მათი დაშორება მხოლოდ სიკვდილს შეუძლია.

თახვი

Zooclub

თახვების თანაცხოვრების პერიოდში მთავარი მდედრია. მათი გრძელვადიანი ურთიერთობა სწორედ მდედრის დამსახურებაა.

გვრიტი

Zooclub

გვრიტები ოჯახებად ცხოვრობენ, სწორედ ამიტომ ის სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო გახდა.

ბუსებრნი (Tyto)

Zooclub

მამრი თითქმის ერთი წლის განმავლობაში პატრონობს რჩეულ მდედრს. შემდეგ აშენებს სახლს და იწვევს მდედრს გახდეს მისი დიასახლისი. თუ მდედრი დათანხმდა, წყვილს შთამომავლობა უჩნდება. მამრი ბოლომდე იღებს ოჯახზე მზრუნველობასა და პასუხისმგელობას.

მელია

Zooclub

იმ შემთხვევაში, თუ მდედრი მელია მოკვდა, მამრი არასოდეს ეძებს შემცვლელს და ის თავისი ცხოვრების განმავლობაში მარტოა.

ასევე იხილეთ:

ეს ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა..

10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში

12 ფოტო, რომელიც ადასტურებს ადამიანისადმი ძაღლის ერთგულებას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?