ლოკოკინა სახლში, ანუ მცოცავი მედიტაცია
ლოკოკინა სახლში, ანუ მცოცავი მედიტაცია
ბევრი თვლის, რომ ლოკოკინები ადამიანს საკვებად სჭირდება, ის ხომ დელიკატესად ითვლება. სახლში კი ის ძირითადად აკვარიუმის გასასუფთავებლად ჰყავთ თევზებთან ერთად. თუმცა, არიან ხმელეთის ლოკოკინები, რომლებიც ძალიან საინტერესონი არიან და საყვარელ შინაურ ბინადრად შეიძლება იქცნენ. ამასთან, მათ აქვთ უნარი დაამშვიდონ ადამიანი და მოსხნან სტრესი.

ლოკოკინები არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას. მათთვის საკმარისია საშუალო ზომის (რამოდენიმე ათეული ლიტრის მოცულობის) აკვარიუმი, ან ტერარიუმი. გასაგებია, რომ მისი გასეირნება არ არის საჭირო. საკვები ძალიან იაფი ჯდება. ლოკოკინა მთელი კვირის მანძილზე შეიძლება დანაყრდეს კომბოსტოს ერთი ფოთლით, ან
ყაბაყის პატარა ნაწილით. თუ პატრონი დააპირებს შვებულებაში, ან მივლინებაში წასვლას, ლოკოკინა ერთი კვირის მანძილზე მის
გარეშე მშვენივრად იქნება.

ტერარიუმის ყველაზე პოპულარულ ბინადრებად ითვლებიან აქატინები (Achatina) - შედარებით დიდი ზომისა და ხმელეთის სხვადასხვანაირი შინაური ლოკოკინები. აქატინი ჩვეულებრივი, გიგანტური ლოკოკინაა, ვეფხისებურის შეფერილობით, რომლის ჯავშანი 20 სანტიმეტრს აღწევს. აქატინა ფულიკა ინერტულია. აი, აქატინა რეტიკულიტა ძალიან მოძრავი და ცნობისმოყვარეა.

Zooclub

ასეთივე პოპულარობით სარგებლობენ ყურძნის ლოკოკინები. ისინი შეფერილობის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, მაგრამ აქატინებთან შედარებით, პატარა ზომისანი არიან. მისი ნაჭუჭის ფერი ყავისფერი-ყვითელი ფერიდან ღია-კრემისფერს შორის მერყეობს, ან თითქმის თეთრია.

ლოკოკინებთან შეიძლება და აუცილებელია ურთიერთობა, ტაქტილური კონტაქტის ჩათვლით. თუ ლოკოკინას ხელისგულზე დაისვამთ, მას თავიდან შეიძლება შეეშინდეს, მაგრამ მალე, როგორც კი მიხვდება, რომ საშიშროება არ ემუქრება, თავს გამოყოფს ნაჭუჭიდან და დაიწყებს ხელზე ცოცვას, ის ამ დროს ამ გარემოს შეისწავლის. ლოკოკინის შეხებისგან გამოწვეული შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა: მისი კანი გრილია, ოდნავ ნესტიანი და ცოტა ხავერდოვანი.

ცნობილია ასევე ლოკოკინა-აქატინების ინტელექტის შესახებ: ბინადარი უცებ ეჩვევა პატრონს და ცნობს მას სუნით, სითბოს შეგრძნებებით და შემდეგ უკვე თავად იწევს ადამიანისკენ და სიამოვნებით იწყებს მის ხელზე ცოცვას.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?