ეს დათვები ძაღლების დასაგლეჯად გასწირეს. მაგრამ ბოლო წუთს საოცრება მოხდა… (+ვიდეო)
ეს დათვები ძაღლების დასაგლეჯად გასწირეს. მაგრამ ბოლო წუთს საოცრება მოხდა… (+ვიდეო)
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში “ოთხი თათი” (Four paws) შემაშფოთებელი განაცხადი შევიდა. კიევის რაიონის გულისხმიერი მცხოვრებლები წერდნენ ორ ძუ დათვზე - იულია და ზოიაზე, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ. ისინი სოფელ ბელგოროდკის მცხოვრებს რამოდენიმე წლის მანძილზე ვიწრო ტრეილერში ჰყავდა ჩაკეტილი. აქტივისტების ინფორმაციით, მას ცხოვველების შესანახი სახსრები ამოეწურა. დათვების შეძენის მსურველიც მალე გამოჩნდა.

Zooclub

დასაგეშ სადგურზე დათვებს საშინელი ბედი ელოდათ. მათ მაძებარი ძაღლების გაწვრთნისთვის გამოიყენებდნენ. ძაღლების ჯოგი მათ მიიმწყვდევდა და დაგლეჯდა. ხოლო იმისთვის, რომ დათვებს ძაღლები არ დაეზიანებინათ, დათვებს კბილებსა და ბრჭყალებს დააძრობდნენ.

Zooclub

საბედნიეროდ, ბელგოროდელი დათვების
გადარჩენა დროულად მოხერხდა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტებმა საჭირო თანხა შეაგროვეს და ზოია და იულია დასაგეშ
სადგურს ფაქტობრივად ცხვირწინ ააცალეს. ვეტერინარული შემოწმების შემდეგ ცხოველები დათვების გადარჩენის ცენტრ “იმედს” გადასცეს, რომელიც ახლოსაა ჟეტომირთან.

Zooclub

იქ დათვებმა მრავალი წლის მანძილზე პირველად ნახეს ბალახი და იქ დიდხანს კოტრიალობდნენ. ცხოველები თავისი ახალი სახლის ტერიტორიაზე თავისუფლად დადიან. მათ ნელ-ნელა შეასწავლიან ველურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ცხოვრებას.

Zooclub

“ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი წელი გაატარეს ცხოველებმა ვიწრო გალიაში. წინა პატრონმა დათვები მომთაბარე ზოოპარკისგან იყიდა. ხოლო იქ როგორ მოხვდნენ - გაურკვეველია. გარკვეული ნიშნებით შეიძლება მიხვედრა, რომ ზოიას მანამ ექსპლუატაციას უწევდნენ ცირკში. ახლა ორივე დათვს ახალი ცხოვრება ელით!”, - ამბობს “ოთხი თათის” ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, კარსტენ ხერტვიგი.

რა ბედნიერებაა, რომ საბოლოოდ დათვების გადარჩენა მოხერხდა. მეტიც, ორგანიზაცია “ოთხი თათი” არ ჩერდება მიღწეულზე. 2016 წელს აქტივისტები დათვების გადარჩენის ახალი ცენტრის გახსნას გეგმავენ ახლა უკვე ლვოვის მახლობლად, სადაც მათთვის უკვე გამოყოფილია მიწის 12 ჰექტარი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?