error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/664933b70e12cf8a01c0965546632e2e.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა ცხოველი უნდა გყავდეთ სახლში – ასტროლოგის რჩევები
რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა ცხოველი უნდა გყავდეთ სახლში – ასტროლოგის რჩევები
ზოგჯერ ცხოველები უცნაურად იქცევიან, მაგალითად მაშინ, როცა კოლექტიურ თვითმკვლელობას მიმართავენ. ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი დავით ბუტიკაშვილის განმარტებით, ასეთ დროს ცხოველები კოლექტიური გონის პრინციპით მოქმედებენ და ამ მოვლენების შესატყვისი რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. ბატონი დავითი იმ მრავალფეროვანი ფაუნის შესახებაც გვესაუბრა, რომელიც თითოეული ადამიანის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება...

- ბატონო დავით, როგორია ასტროლოგიური მიდგომა ცხოველების მიმართ. ცხოველები და ფრინველები ასტროლოგიურად ერთმანეთისგან გამოყოფილია?
- არა, ცხოველები და ფრინველები ერთ ჯგუფში ერთიანდებიან, ანუ ასტროლოგიურად მხოლოდ ფლორა და ფაუნაა ერთმანეთისგან გამოყოფილი. რაც შეეხება ცხოველთა სამყაროს, ამ შემთხვევაშიც არსებობს ასტროლოგიური
გრადაცია. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებზეც ამა თუ იმ ცხოველის ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს, ან პირიქით -
უარყოფითად. დღეს მოდურია ოჯახში რომელიმე ცხოველის ყოლა, ან რამდენიმესი ერთდროულად. სხვათა შორის, თავად ცხოველისთვის დისკომფორტია, როცა პატრონს ასტოლოგიურად ვერ ეწყობა. არ შეიძლება, პატრონმა და ცხოველმა ერთმანეთი აწამონ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, ეს საკითხი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განვიხილოთ. ვერძებისთვის სასარგებლოა ძაღლის, მგლის, ცხენის ყოლა. ვერძებს შეუძლიათ, ხშირად იარონ იპოდრომზე. იქ დიდი დრო გაატარონ და იჯირითონ. ვერძის ცხოველია ცხვარი, ვეფხვი, გველი, ობობა. გველის ყოლაც მოდური გახდა და ძირითადად სახლში პითონები ჰყავთ. ფრინველებიდან შევარდენი, ქორი და მამალი. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ფლორის შემდეგი წარმომადგენლები შეესაბამება: გვრიტი, მტრედი, ხოხობი, ძროხა, თხა და მწყერი. კუროს ზოდიაქოსთვის ძაღლის ყოლა მიზანშეწონილი არ არის.

- ვთქვათ, კურომ მწყერზე ინადირა და შემდეგ ეს ფრინველი ჭამა, რამდენად დასაშვებია მისთვის ასე მოქცევა?
- საერთოდ, კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გურმანები არიან, მაგრამ ხორცის მიმართ დიდი მოთხოვნილება არ აქვთ. თუმცა გეტყვით, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იმ ცხოველის ან ფრინველის მოკვლა რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, მიზანშეწონილი არ არის. ტყუპს შეესაბამება მაიმუნი, მაგრამ თუ მისი ყოლა შეუძლებელია, მაშინ ყველაზე კარგი ვარიანტი მათთვის თუთიყუშია. ეს ფრინველი ტყუპების ხელში ფენომენალურად სწავლობს ლაპარაკს. ტყუპები კარგად ამრავლებენ ფუტკრებს და თუ ისინი მეფუტკრეობას მოჰკიდებენ ხელს, ამ საქმეში დიდი წარმატება ელით. გარეული ცხოველებიდან მას შეესაბამება მელია, ხოლო მწერებიდან ჭიანჭველა. კირჩხიბები ძალიან კარგად ეგუებიან კატებს, ისევე როგორც კატები კირჩხიბ პატრონებს. ასევე ამ ზოდიაქოს შეესაბამება კურდღელი და ღამურა, თუმცა სახლში ღამურის ყოლა რამდენად სასიამოვნოა, ვერ გეტყვით (იღიმის), ფრინველებიდან კი ბულბული. კირჩხიბებს ვურჩევ, სახლში იქონიონ აკვარიუმი, რომელიც სავსებით დააკმაყოფილებს მათ ენერგეტიკულ მოთხოვნილებას.

- აკვარიუმის ქონა ალბათ წყლის სტიქიის ყველა ზოდიაქოზე ვრცელდება...
- დიახ, მაგრამ ეს განსაკუთრებით კირჩხიბებისთვისაა სასურველი. ასევე კირჩხიბებს შეესაბამება ამფიბიები, ხვლიკები, რომლებიც წყალშიც ცხოვრობენ და დედამიწაზეც.

- მაგალითად ტრიტონები?..
- დიახ. რაც შეეხება ლომს, მას ძირითადად მხოლოდ ფრინველები შეესაბამება. მტაცებლებიდან შევარდენი და არწივი, ხოლო შინაურიდან მ
ამალი. ლომს მაინცდამაინც არ უყვარს სახლში ცხოველის ყოლა, რადგან ცხოველთა მეფეა და არასოდეს დაიწყებს სხვა ცხოველზე ზრუნვას. ლომმა შეიძლება ლომზე იზრუნოს, მაგრამ ვინაიდან ლომს სახლში ვერ იყოლიებ, ამიტომ ჯობია, მათ საერთოდ არავითარი ცხოველი არ ჰყავდეთ. მე ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოვკითხე და მათ 85%-ს ცხოველის სახლში ყოლა არ უყვარს. რაც შეეხება ქალწულებს, მათ ქათმისებრთა ჯიშის ყველა გარეული ფრინველი შეესაბამება, ხოლო ცხოველებიდან მხოლოდ და მხოლოდ მელა. სასწორები კარგად ეგუებიან ცხოველებს და შეუძლიათ, ყველა შინაური ცხოველი იყოლიონ. სასწორების ფრინველები კი ბეღურა და მწყერია. მორიელს შეუძლია ნებისმიერი ქვეწარმავალი ან მწერი იყოლიოს. მორიელის ფინანსური შემოსავალი, რომელსაც ჰყავს კუ, მაღალია. საერთოდ, კუ ფინანსური შემოსავლების ცხოველად ითვლება და მისი ყოლა მორიელებისთვის კარგი იქნება. მშვილდოსნების ცხოველებია: ირემი, ცხენი, სპილო, ფარშავანგი, შველი. თხის რქის: ძაღლი, ვირი, აქლემი, თხა და ყველა ის ცხოველი, რომელიც ღამე აქტიურდება. მერწყული ეს არის დემოკრატიული ნიშანი, ანუ ის ყველა იმ ცხოველს ეგუება, რომელიც ადამიანს ეჩვევა. ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებისთვის კარგი იქნება, თუ ქუჩაში ნაპოვნ უპატრონო კნუტს ან ლეკვს შინ წაიყვანენ და უპატრონებენ. ეს ცხოველი მოუტანთ მათ წარმატებას და არა ის, რომელსაც მაღაზიაში დიდ ფასად შეიძენენ. ამით მერწყულები ბევრს მოიგებენ. რაც შეეხება თევზებს, ამ ნიშანს ყველა გარეული ფრინველი და თავად თევზები შეესაბამება.

- და, დასასრულ, ბატონო დავით, სად და როგორ უნდა მოეწყოს ცხოველის კუთხე?
- ძაღლი სახლში რომელ მონაკვეთსაც ირჩევს, ყველაზე სუფთა ენერგეტიკის მატარებელია. კატა კი პირიქით, ცუდ ენერგეტიკულ ადგილს ირჩევს. აკვარიუმების დადგმა სჯობს ჩრდილოეთ და არამც და არამც სამხრეთის მხარეს. რაც შეეხება ფრინველის გალიას, მისთვის ყველაზე კარგია აღმოსავლეთის მხარე, ანუ ის, საიდანაც მზე ამოდის. ყველა დანარჩენი ცხოველისთვის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. პატრონს შეუძლია მათთვის სახლში ის ადგილი გამოყოს, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ.


ანა კალანდაძე

www.reitingi.ge
დალი ფხაკაძე
ბატონო დავით! ვერ დაგეთანხმებით, რომ წერთ კუროს ნიშნით დაბადებულებზე ძაღლი მიზანშეწონილი არა არისო. მე ზოდიაქოთი კურო ვარ და ერთი დღე არ მაცოცხლოს ღმერთმა მათ გარეშე.უამრავი ძაღლი მყავს გადარჩენილი და ამჟამადაც 7 ძაღლი და 3 ლეკვი მყავს. ამავე დროს მყავს 4 კნუტი და 5 კატა და თუ დაიჯერებთ ყველა ქუჩიდან აყვანილი და გადარჩენილი. ასე რომ......
kato
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ვარ იმდენათ მიყვარს ცხოველები ნეტა ასე ხალხს უყვარდეს ერთმანეთი,,სახლში 3 პეკინესი მყავს და მილიონი რომ მომცენ არავის და არაფერში გავცვლი იმათ სიყვარულს
0
ჩემი შვილი "ქალწულია" და უყვარს კატა, რომელიც უპატრონო იყო და მოვიშინაურეთ.
თიკო
მე ტყუპები ვარ და სახლში კატა მყავს უკვე მესამე კატაა თავის კნუტებიანა, ჩემი შვილი კი ლომია და გიჟდება ცხოველებზე. კატასაც მშვენივრად უვლის, გარდა ამისა გვყავს თევზები :)
manana-sh
lidia, მეც ტყუპი ვარ, 13 კატა, 4 კნუტი, ლილია თავისი შვილებით, კიდევ 10 თვის ძაღლი მაშიკო გვყაავს, ეს ყველა მე და სასწორს გვყავს ქუჩიდან მოყვანილები, მართალია მერწყული ძალიან ბრაზობს, მაგრამ ჩვენი ,,ხათრით" ეგუება. ეს სტატია ცოტა ვერ ჯდება ჩემს ზოდიაქოსთან მიმართებაში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?