5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს
5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს
ცხოველები არა მხოლოდ გვიუმჯობესებენ განწყობასა და გვივსებენ მარტოობას, ასევე ისინი სამკურნალო უნარითაც არიან დაჯილდოვებულნი. ზოოლოგებმა ადამიანის მკურნალი ცხოველების ხუთი სახეობა დაასახელეს.


1. მღრღნელები შველიან კომპლექსებს

საკუთარ თავში ურწმუნო ადამიანებს ექიმები ურჩევენ იყოლიონ ზაზუნები, თაგვები და ბაჭიები. მღრღნელები ეხმარებიან ადამიანებს დასძლიონ ჩაკეტილობა და კომპლექსები, შეანელონ შფოთი და აგრესია.


2. თევზები არეგულირებენ ნერვიულ სისტემას.

ფეთქებადი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია სახლში აკვარიუმი. თევზები ნევროზული და დეპრესიული ადამაინების საუკეთსო მეზობლები არიან.


3. ფრინველები ადამიანს განწყობას უმაღლებენ

ხშირი ნევროზების, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს სასარგებლოა, უბრალოდ
ისხდეთ გალიასთან, უსმინოთ ფრინველების მელოდიურ ჭიკჭიკსა და თვალყური ადევნოთ ჩიტებს. ტალღოვანი თუთიყუშების ჟღურტული გულში ტკივილებს
ამცირებს.


4. კატებს მოაქვთ სარგებლობა მომნელებელი სისტემისთვის

მოკლებეწვიანი კატები კუჭნაწლავის ტრაქტსა და შარდსასქესო სისტემას მკურნალობენ, ასევე ათავისუფლებენ პატრონებს ნეგატიური ენერგიისგან. ასევე კატებს შეუძლიათ ნამდვილი აკუპუნქტურის თერაპიის ჩატარება, როდესაც უშვებენ ბრჭყალებსა და რეფლექსოგენურ ზონებს აღიზიანებენ. მკურნალობის ამ მეთოდს ხალხურ მედიცინაში იყენებენ.


5. ცხენი ამშვიდებს

ცხენებით თერაპია გამოიყენება ადამიანებისთვის, რომლებსაც ხერხემლის ტრავმა აქვთ მიღბული, შველის კუნთების ატროფიის დროს, დაუნიზმის სინდრომისა და ცერებლარული დამბლით დაავადებისას. ცხენით სეირნობა ასევე სასარგებლოა ჰიპერაქტიურობისა და ნერვიული აღგზნებადობის მომატებისას.
klara
ბექა გაიხარე მეც მაგ აზრზე ვარ,ჰიტებს სატიტაოტ დავაგლიჯავ ბუმბულებს.
beqa
ნევროზის დროს რო ჩიტებს ვუსმინო ალბათ სულ გავრეკავ, მაგ დროს ვისაქ იმის დარდი რო ჩიტს უსმინოს ან თევზებს უყუროს , ღადაობენ ესენი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?