error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/6d7f94f8a37863cf221218f6e17be5c4.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
სპეციალისტებმა იპოვეს უიშვიათესი ბაყაყის სახეობა, რომელმაც ხტუნვა არ იცის
ჩრდილოეთ ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში უიშვიათესი ხის ბაყაყის (Phyllomedusa camba) სახეობა იპოვეს. მას "ბაყაყ-მაიმუნსაც" უწოდებენ, რადგან მას გადაადგილების უჩვეულო მანერა აქვს. ამის შესახებ გამოცემა "Daily Mail"-ი წერს. სტატიაში წერია, რომ ბიოლოგებმა ზედიზედ ორი ექსპედიცია მოაწყვეს, რათა ეს იდუმალი ცხოველი დაეჭირათ.

ბაყაყი-მაიმუნის თათების აგებულება სხვა სახეობებისგან სრულიად განსხვავდება. მთავარი მახასიათებელი - მისი მოზრდილი თითი განცალკევებით იზრდება, რომელიც სხვა თითებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს (ისევე როგორც ადამიანისა და მაიმუნის თითები).  ეს უნარი ბაყაყს საშუალებას აძლევს, ჩაეჭიდოს ტოტს, ფოთოლს, რადგან მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხეებია.

Zooclub

მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ
იმის გამო, რომ შესაძლოა, ბაყაყმა-მაიმუნმა მალე თავისი მშობლიური ბინადრობის არეალი დაკარგოს - ცენტრალური და სამხრეთ
ამერიკა. სპეციალისტების თქმით, ტყის ფრაგმენტაციის (დიდი მასივების გაკაფვა პატარა ნაწილებად) გამო, ამ სახეობას გადაშენება ემუქრება.

მკვლევარებმა ასევე განმარტეს, რომ ბაყაყის ეს სახეობა ტემპერატურის ცვლილებასა და ტენიანობაზე ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ მას ეკოლოგიური ცვლილებების "ბიოინდიკატორად" თვლიან.

ბიოლოგების თქმით, მსგავსი ამბფიბიები მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური კონტროლისთვის: თითოეული Phyllomedusa camba, ყოველდღე საშუალოდ იმ ათასი მწერით იკვებება, რომლებსაც საშიში დაავადებები გადააქვთ.

წყარო: dailymail.co.uk


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?