5 გავრცელებული მითი ზვიგენების შესახებ
5 გავრცელებული მითი ზვიგენების შესახებ
დედამიწის რომელი ბინადარია უფრო საშიში - კოღო თუ ზვიგენი? თითქოს ეს რიტორიკული კითხვაა: ყოველგვარი განმარტების გარეშე, ნათელია, რომ ერთი ციდა მწერს არ შეუძლია ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, განსხვავებით რამდენიმე-ტონიანი აგრესიული ცხოველისგან. სინამდვილეში არ შეიძლება ზვიგენი მივიჩნიოთ იმაზე მეტ საფრთხის შემცველად, ვიდრე კოღო. წყლის მტაცებელთან დაკავშირებით მითების უმეტესობა ადამიანების მოგონილია.

ზვიგენი ხშირად და გამიზნულად თავს ესხმის ადამიანს

ეს მითი უმეტესად გამოიწვია ჰოლივუდურმა ფილმებმა და ელექტრონულმა საინფორმაციო საშუალებებმა, რომლებიც ზვიგენს გვაჩვენებენ დაუნდობელ, მუდმივად მშიერ და მკვლელ მანქანად. სინამდვილეში მონაცემები საპირისპიროა: მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად
ზვიგენის თავ
დასხმით დაახლოებით  10 ადამიანი კვდება იმ დროს, როცა ადამიანები ათასობით წყლის მტაცებელს თავს ესხმიან და კლავენ. რაც შეეხება კოღოს ნაკბენს, ყოველ წელს, მისი ნაკბენით დაახლოებით 750 ათასი ადამიანი კვდება, ხოლო ტალღის დარტყმისგან - 6 000-მდე.

ზვიგენი თითქმის ბოლო ადგილზეა რეიტინგში, სადაც ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიში არსებები არიან ჩამოთვლილი. მას უსწრებს ძაღლი, სპილო, გველი, ჭიანჭველა და ლოკოკინაც კი. გარდა ამისა, ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის უმეტესობა პროვოცირებულია, რადგან ეს მტაცებელი ადამიანს არ თვლის საკმარის ნადავლად და საკვებად პრიორიტეტულ წყაროდ.

Zooclub

ზვიგენის ყველა სახეობა უზარმაზარია

ყველაზე პოპულარული სახეობა დიდი თეთრი ზვიგენია. მისი არქიტიპიც გავრცელებულია ჰოლივუდურ საშინელებათა ფილმების საშუალებით: უზარმაზარი მტაცებელი, დიდი ყბებით, ბასრი კბილებით. სინამდვილეში, მსოფლიოში არსებობს ზვიგენის დაახლოებით 500 სახეობა, ამასთანავე ყველაზე დიდი - ვეშაპისნაირები, რომლებიც 14 მეტრ სიგრძეს აღწევენ  და ოც ტონამდე იწონიან. ეს სახეობა ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ვეშაპისებრი წყლის ბინადრები პლანქტონებით იკვებებიან. მეტიც, ისინი მყვინთავებს მოფერების ნებასაც რთავენ და საკვებ ობიექტად არ აღიქვამენ.

ზვიგენის სახეობებს შორის დიდი ზომის მხოლოდ 10 პროცენტია. ძირითადად ეს მტაცებელი საშუალო ან პატარაა: ექვს მეტრამდე მელა, ხუთ მეტრამდე ვეფხვისებრი, სამ მეტრამდე მაკო და ცისფერი, 1,5 მ. შავფარფლიანი და მეტიც, ოც-სანტიმეტრიანი ბრაზილიური მანათობელი ზვიგენი. თეთრი ზვიგენები არც ისე დიდი ზომისანი არიან: მათი საშუალო სიგრძე 4,5 მეტრია.

ზვიგენის ტვინი კაკლის ზომისაა

მითი იმის შესახებ, რომ ზვიგენის ტვინი კაკლის ზომას არ აღემატება, დაკავშირებულია ადრეულ კვლევებთან: სპეციალისტები მხოლოდ თავის ტვინს ზომავდნენ. სინამდვილეში ის რადიკალურად დიდია - დაახლოებით 60 სმ, რომელიც მიმაგრებულია ორ მსხვილ რქოსან ბოლქვზე. ჰიპოთალამუსთან (შუამდებარე ტვინის ნაწილი) და ჰიპოფიზთან (თავის ტვინის ქვედა დანამატი) ერთად შეადგენს წინამდებარე ტვინს. ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც რეგულირდება გულისცემით და ნივთიერებათა ცვლით, ხოლო ჰიპოფიზი გამოყოფს ჰორმონებს და პასუხისმგებელია როგორც სისხლის მომოქცევაზე, ისე სხეულის ზრდაზე. შუა ტვინი (მეზენცეფალონი)  ვიზუალური ინფორმაციის ინტერპრეტაციას ახდენს, ხოლო უკანა ტვინი (metencephalon) სხეულის მოძრაობის კოორდინირებას.

Zooclub

ზიგენი - სულელი არსება

ზვიგენი დედამიწაზე დაახლოებთ 450 მილიონი წლის წინ გაჩნდა - მას ერთ-ერთ ყველაზე ანტიკურ არსებად თვლიან. ამ ხნის განმავლობაში წყლის მტაცებელს განუვითარდა შესამჩნევი ინტელექტუალური უნარები. ზვიგენი წვრთნას ექვემდებარება, რასაც ადასტურებს ათობით კვლევა და ექსპერიმენტი. მათ შეუძლიათ ოპტიკური ილუზიის გარჩევა რეალური ობიექტისგან, სხვადასხვა ილეთის შესრულება და ამ ილეთების გახსენება წლების შემდეგ. ზვიგენის ნადირობის რამდენიმე მეთოდია ცნობილი, ამასთანავე სხვადასხვა ნადავლისთვის ირჩევენ მეტად ეფექტურ ნადირობის მეთოდს, რასაც თან ახლავს მსხვერპლის თვალთვალი, მისი გარეგნობის ანალიზი, მოძრაობა და ხმა, რომელსაც ობიექტი გამოსცემს. ზვიგენი თავს არასდროს ესხმის უზარმაზარ ზღვის სპილოს, სელაპისგან განსხვავებით - უბრალოდ იმიტომ, რომ არ სურს დაშავდეს. გარდა ამისა, ზვიგენს აქვს გამოკვეთილი თვისებები, რაც მის ხასიათს კარგად წარმოაჩენს: ზოგიერთი სახეობა მოთამაშეა, ზოგიერთი გამბედავი, სხვები მშიშრები და გაუბედავები, არიან სახეობები, რომლებიც ნათესაურ კავშირს არ ტოვებენ და გუნდურად ცხოვრობენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი მთელ თავის ცხოვრებას მარტოობაში ატარებს.

Zooclub

ზვიგენი მუდმივ მოძრაობაშია

მითი იმის შესახებ, რომ ზვიგენის შეჩერება მის სიკვდილს ნიშნავს, გაჩნდა იმის გამო, რომ ამ მტაცებელს არ გააჩნია ლაყუჩის საფარი. კუნთები ხელს უწყობს ლაყუჩებიდან წყლის ამოტუმბვას, ამასთანავე უზრუნველყოფს მუდმივი ჟანგბადით. ამიტომ სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ უწყვეტი ვენტილაციასა და ლაყუჩების მუშაობისთვის ზვიგენი იძულებულია მუდმივად იმოძრაოს და წყალი პირიდან გამოდევნოს. სინამდვილეში ამ მტაცებლების უმეტესობას უნარი აქვს მცირე წყლებში მშვიდად დაისვენოს, სადაც დინება ქმნის წყლის მშვიდ ღელვას, ასევე ღრმა წყლის გამოქვაბულებში: აქ ხშირად შეინიშნება მტკნარი წყლის დინება, რომელიც მაღალი რაოდენობით ჟანგბადს შეიცავს, რაც მტაცებელს ეხმარება, დიდი ხნის განმავლობაში, დარჩეს უმოძრაოდ და ჰიპოქსიით არ მოკვდეს.
ტოტო
საყვარლები....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?