ეს გიგანტური და ფერადქურქიანი ციყვები მხოლოდ ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ
ეს გიგანტური და ფერადქურქიანი ციყვები მხოლოდ ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ
იცოდით, რომ ციყვების ექსპერტის პროფესია არსებობს? ჯონა კოპროვსკი ამ მღრღნელების შესწავლითაა დაკავებული. ის 10 წლის წინ ის ინდოეთს ესტუმრა, სადაც თავისი თვალით იხილა გიგანტური ციყვები (რატუფი). ისინი მხოლოდ ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ და გარეგნული პარამეტრების გამო, უნიკალურები არიან.

რა ხდის მას უნიკალურს? პირველ რიგში, მისი ზომა 90 სანტიმეტრს აღწევს. ეს ცხოველი გაცილებით დიდია, ვიდრე მისი დასავლელი მოძმეები.

მეორე - მას დიდი თვალები და მრგვალი, ბეწვით დაფარული ყურები აქვს.

და ბოლოს, მღრღნელის შეფერილობა: სად შეხვდებით მეწამულის ან ბორდოსფერ ინდივიდს? მსგავსი შეფერილობა ძალიან იშვიათია,
თუმცა, ეს რატუფის თივთიკის დამახასიათებელია. მისი ბეწვის ძირითადი ფერებია - შავი, ჟღალი, ყავისფერი და მეწამული.

Zooclub

ერთი მხრივ, გიგანტური მღრღნელი ძალიან ლამაზია, თუმცა, მისი ძირითადი მიზანი თვითგადარჩენაა. შეფერილობა მას შენიღბვაში ეხმარება, რათა ველურ პირობებში გადარჩეს.

რატუფის ძირითადი საკვები თხილი, ხილი, კენკრა და ხის ქერქია, თუმცა, გვხვდებიან ხორცის მოყვარული ინდივიდებიც, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ ფრინველის კვერცხს ან მწერებს.

Zooclub

გიგანტურ ციყვს ახალი ნაცნობები არ მოსწონთ. ის ადამიანს და სხვა ცხოველებს ყოველთვის ემალება. უპირატესობას ანიჭებს ხეზე, განმარტოებით ცხოვრებას. ისინი ერთმანეთს მხოლოდ გამრავლების მიზნით უკავშირდებიან.

Zooclub

გიგანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემის განვითარებაში. ეს მღრღნელები იზოლირებული ტყის მასივებში ბინადრობენ და რაც მთავარია, ისინი სხვადასხვა მცენარის თესლის ძირითადი გამავრცელებლები არიან.

Zooclub

ამ უნიკალურ არსებას მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ ინდოეთში აღმოაჩენთ. სამწუხაროდ, ულამაზესი მღრღნელის პოპულაცია მცირდება. ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს სახეობა ჯერ კიდევ არ მიეკუთვნება გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს, თუმცა, დროთა განმავლობაში სპეციალისტები ამ პრობლემის წინაშეც დადგებიან.

წყარო: boredpanda


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?