გოგონამ თავის დაღუპულ კატას წერილი მისწერა…
გოგონამ თავის დაღუპულ კატას წერილი მისწერა…
ამ გოგონასთან კატა უკვე 7 წელია ცხოვრობს. კატის საზომით, ეს დიდი ასაკი არაა, მას კიდევ ერთი ამდენი ხნით შეუძლია იცხოვროს. მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. კატამ ძალიან მკვეთრად შეწყვიტა ჭამა, გახდა და ბეწვი გასცვივდა. გოგონამ ვეტერინარი გამოიძახა. მას თირკმელების უკმარისობის ბოლო სტადია აღმოაჩნდა.

კატას მხოლოდ საოცრება თუ უშველიდა, მაგრამ საოცრება არ მოხდა.

დაე, ამ ისტორიამ გასწავლოთ, რომ აუცილებელია პერიოდულად თქვენი ბინადრის ჯანმრთელობის შემოწმება.

გოგონამ თავის დაღუპულ კატას წერილი მისწერა:

"იმედი მაქვს, რომ ცხოველებს არ აქვთ სული, რომ ისინი არ ოცნებობენ და არ დარდობენ
გეგმებზე, რომლებსაც ვეღარ შეასრულებენ, და არ ნანობენ, რომ ვერ ეტყვიან საბოლოოდ ”მაპატიე” და ”მიყვარხარ”.

იმედი
მაქვს, რომ მათი გულები უბრალოდ დროებით ჩერდება, შემდეგ კი ნელა გადადის ”stop” ღილაკზე, თითქოს პატარა ბავშვმა კასეტებიანი მაგნიტოფონი აიღო და ეძებს, როგორ გამორთოს ეს მოზღვავებული მუსიკა.

იმედი მაქვს, რომ ისინი არ გრძნობენ შიშს, რომ არ ეძებენ გადარჩენას და არ მირბიან ალალბედზე, როგორც შეშინებული ფურირემი გაურბის ლომს, ან როგორც ადამიანი - სასჯელს.

იმედი მაქვს, შენ ხედავდი, რომ მე შენ მიყვარხარ, რომ გაჭმევდი, როცა არ გშიოდა, რომ გაძლევდი უფლებას გძინებოდა ჩემს ბალიშზე იმის მიუხედავად, რომ ჭუჭყიანი საჯდომი გქონდა, რადგან კატები არ იბანენ საჯდომს, საჯდომი მათ დასაჯდომად სჭირდებათ. შენ კი კატა ხარ!

იმედი მაქვს, რომ გესმის რას ნიშნავს, როდესაც მე შენი თათები ჩემს უფრო დიდი ადამიანის თათებში მეჭირა.

მე მაშინაც კი გეხვევი, როდესაც შენგან მხოლოდ ბეწვი, ულვაშები და დაბინდული მზერა დარჩა.
შენ ბუზღუნებ ჩემზე იმიტომ, რომ შენ ყოველთვის ჩემზე ბუზღუნებ და ამას ვერავინ წაგართმევს, თუმცა, უკანაც არაფერი დაბრუნდება.

ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ ვერასოდეს ვერავის შეძლებოდა ჩემთვის შენი წართმევა!

რომ ჩვენ ერთად დავბერებულიყავით და ერთად ვმსხდარიყავით საქანელაზე, გვეჭამა რბილი საჭმელი, რადგან კბილები უკვე ის აღარ იქნებოდა, რაც იყო…
მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება...
ეს ასე აღარასოდეს იქნება..."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?