"პეპიტა გორგასალზე ცხოვრობდა... თავად ფეხებგადამტვრეული, შვილის ცხედართან იწვა და მთელი ხმით დასტიროდა..."
"პეპიტა გორგასალზე ცხოვრობდა... თავად ფეხებგადამტვრეული, შვილის ცხედართან იწვა და მთელი ხმით დასტიროდა..."
"პეპიტა ორთაჭალაში გორგასლის 9-ში ცხოვრობდა, ტრასის პირზე.

თავადაც ორფეხგადამტვრეულს მანქანებმა ლეკვები დაუხოცეს, იწვა ნაგვის ბუნკერთან დაგდებულ შვილის დასისხლიანებულ ცხედართან და მთელი ხმით დასტიროდა.

ორიოდე მაცხოვრებლის გარდა, არავის შებრალებია არც მაშინ, არც მერე - როდესაც დარდისგან გულმოკლული ლუკმაპურის საშოვნელად ძლივს დაბანცალებდა და ადამიანებისგან სულ ცოტაოდენ მოწყალებას ითხოვდა. ის კი არა, საკვებისა და წყლის ჯამი რომ დავუდგით ფანჯრების ქვეშ, უყრიდნენ, უღვრიდნენ და ჯამში უფურთხებდნენ...

ორჯერ გამოიძახეს 112 მოგვაშორეთ, ეგ მაწანწალა ბეწვებს ყრის, ყეფს, გვაწუხებსო.

....

უკვე 7 თვეა, პეპიტა გერმანიის მოქალაქეა, ყავს
მოსიყვარულე პატრონი, აქვს დიდი სახლი, დიდი ეზო, ყავს ქართველი მეგობარი დოლლი, ასევე, ქართველი ქუჩის ცუგა,
რომელიც ოჯახმა მანამდე იშვილა. პეპა პატრონს წარმომავლობითა და გვარიშვილობით არ აურჩევია, არც იმას მიაქცია ყურადღება რომ ხეიბარია, ოჯახში ბიჭუნა ეზრდებათ და მეგობარი აუყვანეს.

ქართველი ქუჩის ძაღლები განსაკუთრებულები არიანო - ამბობს ნიკოლი, რომელმაც პეპას ოჯახი მოუძებნა. საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებენ ადამიანებთან ურთიერთობაში, ძალიან საზრიანები და თბილები არიან და ამიტომ პატრონების განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებენო. დღეს პეპას მორიგი ფოტოები მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პეპიტა კარგადაა!"

Zooclub

Zooclub

Zooclub



წყარო

Aga Fi


zazuna
როგორი ხალხიც ვარტ ისე ვარტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?