ტასიკოს ამბავი
ტასიკოს ამბავი
მე ტასიკო ვარ, პრანჭია და მძინარა. ჯერ 1 წლისაც არ ვარ… რამდენიმე თვეა, ჩემი პატრონი მე თვითონ ვიპოვე.
წვიმაში უგზო-უკვლოდ დავდიოდი, ვერ ვხვდებოდი, ჩემ გარშემო რა ხდებოდა… არც დედა ვიცი სად არის. მშიოდა და ძალიან გამხდარი ვიყავი, თვალებსაც ვერ ვახელდი წესიერად, სულ მეცრემლებოდა... თურმე რაღაც დაავადება მქონია… მე პატარა კნუტი ვარ და ვერ ვხვდებოდი, რატომ მიჭირდა თვალების გახელა.

მივედი ერთ-ერთ ეზოში, სა
დაც ვნახე გოგონა როგორ უყრიდა საკვებს ჩემნაირ ფისოებს, კნავილით გავვარდი მისკენ და მაშინვე ჭამა დავიწყე, მომეფერა ჩემი ახლანდელი პატრონი და სახლში შემიყვანა. ამის შემდეგ სულ ერთად ვართ. ის დიდი ხანი მკურნალობდა ჩემს დაავადებს, ახლა
სრულიად ჯანმრთელი ვარ! ჩემი პატრონი მიფრთხილდება და სულ მეფერება.
მინდა, რომ ყველა ცხოველს, რომელსაც მოვლა სჭირდება, ჩემსავით გაუმართლოს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?