ბუთის ამბავი
ბუთის ამბავი
გამარჯობა.. მე ბუთის მეძახიან.. ლეკვობაში ბურთივით მრგვალი ვიყავი, ჰო და მოფერებით შემრჩა "ბუთი"...

დავიბადე სადღაც, სარდაფში.. დედას და და-ძმას ვეხუტებოდი თბილად.. მაგრამ მერე ერთი პატარა კიკინებიანი გოგონა მოვიდა, მომეფერა, სიცივეში წამიყვანა და დამსვა.. სახლში რა უნდაო - უთხრეს დიდებმა.. ქუჩაში დავრჩი.. დავბოდიალობდი.. ხან რაღაცეებს მიყრიდნენ და ვჭამდი..

მერე ცივი თეთრი ქურქი გადაეფარა მიწას.. ციდან ცვიოდა.. ვერსად დავემალე.. ერთხელ ისე აცივდა, ცრემლი გამეყინა წამწამებზე და გავიქეცი.. სადღაც ზევით მივრბოდი, როცა ყინვამ დამიჭირა, მაგრად ჩამიკრა გულში და აღარ გამიშვა.. დამეძინა..

რამდენი დრო
გავიდა ძილში არ მახსოვს, მაგრამ თვალები რომ გავახილე სითბოში ვიყავი და თავზე ორი ცუგა მადგა..
-რა პატარაა.. ნეტა ხომ კარგად იქნებაო - კითხულობდა ერთი.
-აბა როგორ, მოდი გავათბოთ და ვაჭამოთ.. პატრონო, დროზე მოუტანე საჭმელიო, - გასძახა მეორემ პატრონს, რომელსაც "თბილი გოგონა" შევარქვი. ისე თბილად მიკრავდა ხოლმე გულში..

მას მერე ამ სახლში ვიზრდებოდი სითბოში და სიყვარულში. სამჯერ მატირეს ცოტა.. ნემსი მიჩხვლიტეს, მაგრამ მე ხომ მაგარი გოგო ვარ და გმირულად ავიტანე. ბასამ და ხატუმ მითხრეს, რომ ეს აცრა იყო, რომელსაც ისევ ჩემი ჯანმრთელობის გამო მიკეთებდნენ.

მიყვარდა დილით მინდორში ხტუნაობა და პეპლების დევნა, ბალახზე კოტრიალი.. ღამღამობით სეირნობა და თამაში.. სულ მეფერებოდნენ, სურვილებს მისრულებდნენ.. მაგრამ მე მეტი და მეტი ხტუნვა მინდოდა.. ოთახები კი სულ მეპატარავებოდა..

ერთხელაც, ერთი გრძელი მგზავრობის მერე პატარა გოგონა გავიცანი.. ორი გოგო.. სამი.. არა ოთხი გოგო. მე რომ მგავდა - იმას პეპი ერქვა.. ოთხივეე ძალიან ლამაზი იყო და ისეთი სუნი ქონდათ.. დედის თბილ რძეს რომ აქვს.. "ჩემები", - გამიელვა თავში..

ეხლა სოფელში ვცხოვრობ დიიიდ ეზოში ჩემი ლამაზი თეთრი სახლი მაქვს და დილიდან საღამომდე დავრბივარ ყვავილებში, ჩემს ოჯახს ვიცავ..დიახ-დიახ.. ჩემს ოჯახს. რომელსაც მშობლიური სურნელი აქვს.. ვინც მიყვარს, ვისაც ვეფერები და ვუფრთხილდები.. აქ ისეთი სითბო, სიხარული და სიმშვიდეა ყველა ცუგა რომ ოცნებობს..

ხან ჰატუ და ბასი მახსენდებიან და კიდევ "თბილი გოგონა".. როცა ვნახავ იმდენს ვიხტუნავებთ ერთად.. ყველა ერთად..

ეხლა კი მალე ჩემი გოგონები ჩამოვლენ და უნდა დავხვდე.. რომ იცოდნენ როგორ მიყვარს.. უჰ.. იციან.. ვიცი, იციან..

ჰო..
აბა გავიქეცი ეხლა..  ჩემები მეძახიან..
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?