zoo
გორილას მკვდარი ნაშიერი ერთი კვირა ხელში ეჭირა
ეს სულისშემძვრელი კადრები ფრანკფურტის ზოოპარკში გადაიღეს. კადრებში შეშლილი და აბნეული დედა გორილა შირა ჩანს, რომელიც უსულო ნაშიერს ხელიდან ერთი კვირა არ უშვებდა.

ყოველ ღამე შირა უსულო ნაშიერს მუცელზე იწვენდა და დილით გაღვიძებული უყურებდა, ვერ ხვდებოდა პატარა რატომ არ ინძრეოდა. "დედასა და ნაშიერს შორის კავშირი ძალიან დიდია, შირას დრო სჭირდება, რომ მის დაკარგვას შეეგუოს" - აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა მანფრედ ნიკიშმა.

როგორც გაირკვა, შირას ნაშიერი დაბადებიდან ექვს თვეში სასიკვდილო ვირუსული ინფექციით დაიღუპა. როდესაც გორილამ გააცნობიერა, რომ მისი შვილი მოკვდა, მყუდრო ადგილზე ფრთხილად დააწვინა და მისი გლოვა მარტოობაში დაიწყო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?