zoo
როგორ გამოიყურება სტიქიიდან 2 თვის შემდეგ და როდის განაახლებს მუშაობას თბილისის ზოოპარკი
დაკეტილი შესასვლელი, გაჩერებული ატრაქციონები და განადგურებული ვოლიერები - 13 ივნისიდან 2 თვის შემდეგ თბილისის ზოოპარკს სტიქიის კვალი კვლავ მძაფრად ემჩნევა. აქ ნათლად ჩანს, რამდენად დიდი ზარალი მიაყენა მოვარდნილმა წყალმა ვოლიერებსა და ზოოპარკის სხვა ინფრასტრუქტურას. თუმცა, ეს სიტუაცია მიმდინარე წლის სექტემბერში შეიცვლება, როდესაც ზოოპარკი მუშაობას განაახლებს. გადარჩენილი ნაწილის აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და თითქმის დასკვნით ფაზაშია. ზოოპარკის გახსნის შემდეგ დამთვალიერებლებს კვლავ შეეძლებათ გადარჩენილი ცხოველების ნახვა და ატრაქციონების ნაწილით გართობა.

უკვე დაწყებულია ახალი ზოოპარკის კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ზოოპარკის დირექტორის მოადგილის, დავით თაქთაქიშვილის თქმით, ახალი ზოოპარკი 47 ჰექტარზე განთავსდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ახალი ზოოპარკის მშენებლობა, თუმცა, თაქთაქიშვილი ვარაუდობს, რომ ის 2-3 წელს გაგრძელდება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?