სპეციალისტები არ გვირჩევენ ანკესით დაჭრილი თევზის კვლავ წყალში დაბრუნებას
სპეციალისტები არ გვირჩევენ  ანკესით დაჭრილი თევზის კვლავ წყალში დაბრუნებას
"ამერიკელი სპეციალისტების ბოლო კვლევების თანახმად, ანკესით დაჭერილი თევზის კვლავ წყალში დაბრუნება არა მხოლოდ არასასურველია, არამედ თევზისთვის საზიანოც კია", - წერს გამოცემა "SlashGear"-ი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააკრიტიკეს სპორტული თევზაობის მომხრეები, რომლებიც თევზებს დაჭერის შემდეგ, კვლავ ბუნებრივ არეალში აბრუნებენ. მათი კვლევის თანახმად, თევზის დაჭერის შემთხვევაში, ყველაზე ჰუმანური გამოსავალი, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებაა.

ანკესის კაუჭიდან კვლავ წყალში დაბრუნებულ თევზს გადარჩენის დაბალი შანსი აქვს.

მკვლევრების თქმით, როდესაც თევზს პირის ღრუში კაუჭი ხვდება, მას რჩება ნახვრეტი, რომელიც საკვების მიღებისას ხელს უშლის. საქმე ის არის, რომ თევზების უმეტესობა
საკვებს შეწოვის გზით იღებს. კაუჭისგან წარმოქმნილი ხვრელი კი საკვების გადაყლაპვაში ხელს უშლის. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან,
რომ ბუნებრივ არეალში გაშვებული თევზების უმეტესობა უახლოეს დღეებში შიმშილით კვდება.

წყარო: slashgear

ასევე იხილეთ:

რატომ არ უნდა ჩააგდოთ მომაკვდავი აკვარიუმის ოქროს თევზი საკანალიზაციო მილში

საშინელი ატრაქციონი - იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი თევზის გადარჩენა შესაძლებელი იყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?