ავსტრალიელებმა სანაპიროზე გამორიყული ვეშაპი გადაარჩინეს (+ფოტო და ვიდეო)
ავსტრალიელებმა სანაპიროზე გამორიყული ვეშაპი გადაარჩინეს (+ფოტო და ვიდეო)
ავსტრალიის ერთ-ერთი ქალაქის საზღვაო ცენტრის თანამშრომლებმა ვეშაპის შვილი გადაარჩინეს, რომელმაც სანაპიროზე 2 დღე გაატარა. პეციალისტები ამტკიცებენ, რომ ცხოველი თავს კარგად გრძნობს.

ათმეტრიანმა პატარა ვეშაპმა 2 დღე გაატარა ავტრალიის ერთ-ერთ პლაჟზე. ის ქალაქ გოლდ კოსტის სანაპიროზე სამშაბათს დილით დამსვენებლებმა აღმოაჩინეს. როგორ მოხვდა იქ არავინ იცის.

ვეშაპის გადარჩენაში საზღვაო ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვნენ. მათ ცხოველს ზემოდან მზისგან დასაცავად ტენტი დაუმაგრეს. ასევე დღედაღამ ასხავდნენ წყალს, რომ არ დაეშვათ ცხოველის გაუწყლოება.

ზღვის ცხოველის გადარჩენა მხოლოდ მეხუთე ცდაზე გახდა შესაძლებელი – პირველი ოთხი უშედეგოდ დასრულდა იმის
გამო, რომ ძალაგამოცლილმა ვეშაპმა ვერ შეძლო დაბალწყლიანი ტერიტორიიდან თავის დაღწევა.

საბოლოოდ ვეშაპს სპეციალური სამაგრი გამოსდეს,
რომლის ბოლოც მოტორიან ნავს ჩააბეს. თუმცა სპეციალისტები გათავისუფლებიდან კიდევ რამდენიმე საათი აკვირდებოდნენ გადარჩენილს, რადგან დარწმუნებულიყვნენ, რომ ის უკვე სრულიად კარგად გრძნობდა თავს.

ამასთან, ადგილობრივი პოლიციის სამმართველომ განაცხადა, რომ ყურადღბით შეისწავლეს გადარჩენის ვიდეოჩანაწერი. მათი აზრით, მაშველებს შეეძლოთ ვეშაპისთვის სერიოზული ზიანი მოეტანათ და დიდი სტრესი მიეყენებინათ მისთვის.


იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
დიმა
მადლობა ეთქვათ, სიკვდილს გადარჩინეს რა სტრესზე საუბრობენ ვერ არიან ესენი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?