error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/0ebfe84ae4c57847c372554ec5cb267f.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
”ზღვის გველეშაპი” - ფილიპინებზე გიგანტური ქაშაყების მეფე აღმოაჩინეს (+ვიდეო)
”ზღვის გველეშაპი” - ფილიპინებზე გიგანტური ქაშაყების მეფე აღმოაჩინეს (+ვიდეო)
ქაშაყების მეფე ნაპირიდან მოშორებით ბინადრობს. თუმცა, ხანდახან გიგანტს ხმელეთზეც პოულობენ.

ქაშაყების მეფე 1000 მეტრ სიღრმეში ბინადრობს. ის ბრტყელი ფორმისაა, 3.5 მეტრი სიგრძით და 25 სმ. სიმაღლით. მისი სიგანე მხოლოდ 5 სანტიმეტრია.

გინესის წიგნში ამ სახეობის 11 მეტრი სიგრძის თევზია შესული, თუმცა, ადამიანებს ძირითადად სამი მეტრი სიგრძის თევზები ხვდებათ.

ეს თევზი მკაცრად ჰორიზონტალურად ვერ დაცურავს, თავი ოდნავ მაღლა აქვს აწეული. მას ზოგი ”ზღვის გველს” უწოდებს, ხოლო ზოგიერთ ისტორიაში მოიხსენიებენ ”გველეშაპად”, რომელსაც ცხენის თავი და ცეცხლოვანი ფაფარი ქონდა.

Zooclub

ქაშაყების მეფე წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის
ოკეანის ზომიერ წყლებშია გავრცელებული, ასევე - ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკაში, ისლანდიასთან.
მას ბევრმა ერმა განსაკუთრებული სახელი მიანიჭა,
მაგალითად იაპონიაში  ”ზღვის მეფის სასახლის მაცნეს”, პალაუში კი ”თევზ-მამალს” უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თევზს მთელ მსოფლიოში ხვდებოდნენ, მასზე არც ისე ბევრია ცნობილი. კერძოდ, არ არის დადგენილი მიზეზი, რის გამოც ეს არსებები უახლოვდებიან ზღვას და ხმელეთზე გამოდიან.

Zooclub

ცოტა ხნის წინ ფილიპინების პროვინციის, ჩრდილოეთ არგუსანის სანაპიროსთან მეთევზემ ქაშაყების მეფე დაიჭირა, ხოლო 2 დღის შემდეგ დამსვენებლებმა გიგანტური თევზი წყლიდან უბრალოდ ამოიყვანეს.

ადრე იაპონელმა მეცნიერებმა წამოჭრეს ჰიპოთეზა იმაზე, რომ ქაშაყების მეფე გრძნობს სეისმურ აქტიურობას წყლის ქვეშ და უფრო უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობს. 

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?