error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/68896397e303d55b5d23bd7e2a1d3691.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
”ზღვის პანდა” - ყველაზე პატარა დელფინი მსოფლიოში (+ვიდეო)
”ზღვის პანდა” - ყველაზე პატარა დელფინი მსოფლიოში (+ვიდეო)
მას შემდეგ, რაც ყველაზე პატარა დელფინს, ბრაკონიერების გამო, გადაშენების საშიშროება დაემუქრა, მექსიკის ხელისუფლებამ თევზების ბინადრობის მთელ არეალზე თევზჭერა აკრძალა.

კალიფორნიული ზღვის გოჭი (Vaquita) ყველაზე პატარა დელფინია მსოფლიოში და ახლა მას სახელმწიფო იცავს. ამ სახეობის არსებობა მხოლოდ 1985 წელს დადასტურდა. სამწუხაროდ, მისი პოპულაცია სწრაფად მცირდება.

უნიკალური ცხოველი, რომელიც მხოლოდ კალიფორნიის ყურეში ცხოვრობს, გადაშენების პირასაა. 1997 წელს 567 ცხოველი ირიცხებოდა, 2015 წელს კი - 59. ამ თევზის მთავარი პრობლემა ბრაკონიერების მიერ დაგებული ბადე-მახეებია, რომლებიც სულ სხვა თევზის ტოტაბასთვისაა დაგებული. ეს თევზიც ხელისუფლების
დაცვის ქვეშაა.

პატარა დელფინებს ”ზღვის პანდებს” უწოდებენ.

”ამ სახეობის დელფინი უკვე ძალიან ცოტა დარჩა, თუმცა,
პოპულაციის რაოდენობის აღდგენა ჯერ კიდევ არ არის გვიან”, - განაცხადა მეთ კოლისმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის საბჭოზე გამოსვლისას.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?