სპეციალისტებმა ახსნეს, თუ რატომ არ შეიძლება ზღვის ლომებისთვის ფოტოს გადაღება
სპეციალისტებმა ახსნეს, თუ რატომ არ შეიძლება ზღვის ლომებისთვის ფოტოს გადაღება
აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფერული მოვლენების კვლევის ნაციონალურმა სამსახურმა (NOAA) თავის საიტზე გამოაქვეყნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ფოტოს გადაღება (ე.წ. სელფი) ზღვის ლომებთან ძალიან სახიფათოა, როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველისთვის.

ამერიკულმა უწყებამ მსოფლიო ოკეანისა და ატმოსფეროს შესწავლის საიტზე გამოაქვეყნა სტატია, სახელად “არავითარი სელფი ზღვის ლომებთან!”, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ადამიანი ნაპირზე ზღვის ლომს დაინახავს, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეს ორიგინალური ფოტოს გადასაღებად.

რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს ზღვის ლომის უსაყვარლეს პატარასთან სელფის გადაღება, მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ ზღვის ლომებს აქვთ ძლიერი ყბები და შეუძლიათ
მოგზაურები ძალიან დააზიანონ. უწყება უამრავ შეტყობინებას იღებს მსგავსი ფოტოსესიის დროს მიღებული ტრავმების შესახებ: ძალიან ახლო
მანძილზე მიახლოების გამო, ცხოველის მოქმედება არაპროგნოზირებადი ხდება. განსაკუთრებით პატარებთან ფოტოს გადაღება დედებს ძალიან აღიზიანებთ. ძუ ზღვის ლომი კი ასეთ დროს ძალიან აგრესიულია.

სანადიროდ წასული მშობლები პატარებს ხან საათობით (ზოგჯერ დღე-ღამის განმავლობაში) ტოვებენ. ნაპირზე დარჩენილი საყვარელი არსებები შეიძლება ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან სელფისთვის, თუმცა, თუ ძუ ადამიანს თავის შვილთან ერთად დაინახავს, შეიძლება აღარ დაბრუნდეს, რადგან ჩათვლის, რომ ეს არ არის უსაფრთხო. ასეთ შემთხვევაში პატარა განწირულია.
სპეციალისტები ტურისტებს მოუწოდებენ, ზღვის ლომებს 45 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდნენ და მათი თანმხლები შინაური ცხოველებიც მოარიდონ.
ნინი
არადა, რა ჯობია ზღვის ლომის ჩარჩოში ჩასმულ სურათს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?