ბოლო 6 თვის მანძილზე ბრიტანელების 28%-მა ხორცის მიღება შეამცირა, ან აკრძალა
ბოლო 6 თვის მანძილზე ბრიტანელების 28%-მა ხორცის მიღება შეამცირა, ან აკრძალა
ანალიტიკური სააგენტოს (Mintel) კვლევით, ბრიტანელების საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტმა (28%) აკძალა და შეამცირა ხორცის მოხმარება ბოლო 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ყოველი მეშვიდე ზრდასრული ადამიანი (14%) დაინტერესებულია მომავალში შეამციროს ან აკრძალოს ხორცის მიღება.

როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირველი მოტივაციაა მათთვის, ვინც გადაწყვიტა ხორცის მიღების შემცირება და აკრძალვა. დღეს ბრიტანელების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი (49%) დაინტერესებულია ხორცის მიღების შემცირებაზე და ეთანხმებიან, რომ ცხოველების ხორცის მიღება ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ამ აზრის ჩამოყალიბების მეორე მიზეზი ზედმეტი წონის პრობლემაა (29%), იმ დროს, როდესაც ცხოველთა
(24%) და გარემოს (24%) მდგომარეობაზე ღელვა ერთნაირი მოტივია.

Mintel-ის კვლევამ აჩვენა, რომ ხორცის მიღების შემცირების
კამპანიამ ( Meat-free Mondays, National Vegetarian Week, Veganuary) დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდა მცენარეული საკვების სარგებლობის შესახებ.

ონლაინ ბლოგერები ასევე დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე. ბრიტანელების 16%-მა აღიარა, რომ ბლოგერების Deliciously Ella-ისა და დები ჰემსლების რჩევებმა სასარგებლო საკვების შესახებ მოტივაცია მისცეს მათ შეამცირონ ან აკრძალონ ხორცის საკვებად მიღება.

”მიუხედავად ხორცის დამკვიდრებული პოპულარობისა, შინაური ქათმის ჩათვლით, მისი მიღების შემცირების და საერთოდაც, შეწყვეტის ტენდენცია იკვეთება. გაჩენილია ახალი ფრაზა "flexitarianism"*, რომელიც აღწერს ცხოვრების ამ სტილს და ასევე, ხაზს უსვამს მის ზრდას. სოციალური ქსელი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვრცობაში”, - აღნიშნა ემმა კლიფორდმა, "Mintel"-ის მთავარმა ანალიტიკოსმა.

ფლექსიტარიანული დიეტა ეწოდება ძირითადად მცენარეულ დიეტას, რომელიც საკვებში მცირე რაოდენობით ხორცის გამოყენებას უშვებს. ფლექსიტარიანელები მიისწრაფიან, რაც შეიძლება ნაკლები ხორცი მიიღონ, მაგრამ ამასთან თავისი რაციონიდან მას სრულიად არ გამორიცხავენ.

იმედს ვიტოვებთ, რომ მოცემული კონცეფციის მიმდევრებისთვის ფლექსიტარიანობა გარდამავალი ეტაპი აღმოჩნება ხორცისმჭამელობიდან ვეგანობაზე გადასვლისას.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?